Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,სტუმრიანობა აქვს, ჭირდება" - გორის დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა (AUDIO)
გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ
საპრეზიდენტო კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 50 000 ლარი შესწირა. ამის
შესახებ დეპუტატმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისი თქმით, იზიარებს სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებებს და ამბობს, რომ ქალბატონს ათასი სტუმრიანობა აქვს, რასაც ხარჯები მოსდევს.
,,მე ჩემი საქმიანობა მაქვს, საიდანაც დანაზოგი ყოველთვის მრჩება, აქედან გადავურიცხე თანხა. საარჩევნო კამპანიას ხარჯები აქვს, სტუმრიანობა აქვს, პლაკატებია გასაკრავი და ამიტომ გადავურიცხე თანხა. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ საარჩევნო კამპანიას რესურსები ჭირდება. ამიტომ, ეს მხოლოდ ჩემი ინიციატივაა. არავის უთქვამს, რომ მჭირდება და მომეციო. თუ საპრეზიდენტო კანდიდატი ამ თანხას ვერ გამოიყენებს, აბა, რა ველაპარაკო?" - აცხადებს იოსებ მაკრახიძე.
AUDIO: ,,თუ ამ თანხას ვერ გამოიყენებს, აბა რა ველაპარაკო?"
მაკრახიძე კომპანია ,,იბოლიას" ფლობს, რომელმაც მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ტენდერი მოიგო. მისი ოჯახის საკუთრებაა კომპანია ,,შარაც". ის დიდი ხანია სამშენებლო სფეროშია და თანხები არაერთხეულ გადაურიცხა სხვა და სხვა დროს ხელისუფლებაში მყოფ მმართველ პარტიებს.
ასე მაგალითად:
2011 წელი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 100 000 ლარი
2012 წელი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25 000 ლარი
2016 წელი - ,,ქართული ოცნება" - 50 000 ლარი
2017 წელი - ,,ქართული ოცნება" - 20 000 ლარი (შპს შარა - მეუღლის კომპანია)
2018 წელი - სალომე ზურაბიშვილი ,,ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი - 50 000 ლარი.
რაც შეეხება მის ძმას, ალექსანდრე მაკრახიძეს, რომელიც კომპანია ,,არქმშენსტუდია 2002"-ის დამფუძნებელი და ერთ-ერთი კონტრაქტორია ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესყიდვების, მას 2012 წელს ,,ნაციონალური მოძრაობისთვის" 8 000 ლარი აქვს შეწირული.
ფოტოზე: იოსებ მაკრახიძე ,,გორი 2018"-ის დღესასწაულზე.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |