Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
მერიამ ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს აპარატურა არ მისცა
კასპის მერიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ
ქვემო ჭალელ ახალგაზრდებს აპარატურა არ მისცა. 13 ოქტომბერს
,,ამილახვრობა 2018“-ის დღესასწაული ხელისუფლების წარმომადგენლების
გარეშე ჩაივლის. ,,საღამოს თუ მოვიცალეთ, გავივლით“ - გვითხრა
კულტურის სამსახურის უფროსმა თეო ხორბალაძემ. მისი თქმით, ისინი სხვა
მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიდიან.
,,ამილახვრობა 2018“-ის გამართვა 2018 წლის სექტემბრის დასაწყისში მოხალისეობრივ საწყისებზე დაიგეგმა. ღონისძიებაზე მონაწილეობას მომღერლები - სოფო ბათილაშვილი და კოსტა მიიღებენ. ასევე ესტუმრებათ ლუკა კურტანიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდობა ერთიანი მომავლისთვის“ წარმომადგენლბის დახმარებით, სკოლის მოსწავლეებმა და ახალგაზრდებმა სოფლის ცენტრში არსებულ სკვერი მოაწესრიგეს. სამოქალაქო აქტივობის შედეგებით მაშინ კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი დაინტერესდა. შეხვდა ახალგაზრდებს და დახმარებას დაპირდა: ,,ნებისმიერ დროს თქვენს გვერდით ვიქნებიო“ - დაპირდა მერებაშვილი.
როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, დღეს, სოფლის ახალგაზრდები ტექნიკის დასაქირავებლად თანხას აგროვებენ. კასპის მერიაში ფიქრობენ, რომ სოფლის სახალხო დღესასწაული არასამთავრობო ორგანიზაციის საკუთრებას წარმოადგენს.
,,ქვემო ჭალის ღონისძიებას ატარებს ქალბატონი ცირა ხელაშვილი. შემიძლია, მისი ნომერი მოგცეთ და დაუკავშირდეთ“ - აცხადებს თეო ხორბალაძე. მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის ,,ამილახვრობა“?
თეო ხორბალაძის განცხადებით, 13-14 ოქტომბერს იმართება ფოლკლორის ფესტივალი სამთავისში. ,,ამ ღონისძიებაზე იქნებიან სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები“ - ამბობს კულტურის სამსახურის უფროსი.

ფოტოზე: მანუჩარ მერებაშვილი ახალგაზრდებს ეუბნება, რომ მათი დაწყებული საქმით მოხარულია და ნებისმიერ დროს დაეხმარება.
სამთავისი და ქვემო ჭალა მეზობელი სოფლებია. მათ მხოლოდ რამდენიმე ასეული მეტრი მანძილი აშორებთ. თეო ხორბალაძე ამბობს, რომ სამთავისის ფესტივალი უფრო ადრე დაიგეგმა, ვიდრე ამილახვრობა. ,,შესაბამისად, მერიას არ აქვს იმდენი აპარატურა, რომ მათ მისცეს“ - განმარტავს თეო ხორბალაძე.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა ცირა ხელაშვილს. მისი თქმით, ღონისძიება სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების დახმარებით და ხელშეწყობით იმართება. იდეაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი თემი გააქტიურდეს:
,,შემიძლია გითხრათ, რომ ამ შესანიშნავი საქმის წამოწყებაში და განხორციელებაში არავინ დაგვხმარებია. ახალგაზრდები მუშაობენ, შრომობენ. სოფლის მოსახლეობა თავადვე მოამზადებს ყველაფერს. იქნება არაჩვეულებრივი გარემო. საღამოს გაიმართება კონცერტი“ - ამბობს ცირა ხელაშვილი. რაც შეეხება ტექნიკას, ცირა ხელაშვილი ამბობს, რომ ტექნიკის დასაქირავებლად თანხას მართლაც აგროვებენ.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტმა ,,ამილახვრობის“ შესახებ ინფორმაცია ერთი თვის გაავრცელა.
,,ღონისძიება ღია ცის ქვეშ გაიმართება, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავს მიეძღვნება.
დაგეგმილია: სპორტული აქტივობები; ადგილობრივი სამზარეულოს და სასმელების დეგუსტაცია; ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა; საზეიმო კონცერტი; ღონისძიება იმართება სამთავისის და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს ლოცვა-კურთხევით.
მხარდამჭერები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი; კასპის მუნიციპალიტეტის მერია; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; ხელოვნებისა და კულტურის განვითარების კავშირი Art-Folk"
იხ. მასალები ქვემო ჭალელი ახალგაზრდების აქტივობების შესახებ:
ქვემო ჭალაში და ხურვალეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა იაპონიიდან საჩუქრები მიიღეს
ქვემო ჭალაში ახალგაზრდა მოხალისეები სკვერს აწყობენ.
ქვემო ჭალიდან ევროპისაკენ - ახალი შესაძლებლობები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების ახალგაზრდებისთვის

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |