Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
კასპის საოლქო კომისიამ მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენელი დასაჯა
კასპის 30-ე საოლქო კომისიაში სადამკვირვებლო
ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაწერილი საჩივრები განიხილეს.
ოთხი საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილეს. კომისიის წევრებმა
საარჩევნო კოდექსის დამრღვევად ,,გაერთიანებული ოპოზიციის"
წარმომადგენელი მიიჩნიეს.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" დამკვირვებელს, ქვემო - ჭალის უბანზე, თავჯდომარემ და მდივანმა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება არ მისცეს, იმ მოტივით, რომ დამკვირვებელს ამის უფლება არ ქონდა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის გამო, თავჯდომარეს და მდივანს ეკისრებოდათ 500 ლარის ოდენობის ჯარიმა.
ქვემო ჭალის უბნის თავჯდომარემ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ ინციდენტის დროს, დაუკავშირდა სახლში მყოფ შვილს და სთხოვა საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ინფორმაციის მოეძებნა. სწორედ ამის შემდეგ მისცა დამკვირვებელს ჩანაწერთა წიგნში შენიშვნის გაკეთების უფლება.
სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა სხდომაზე მოითხოვა სარჩევნო კოდექსის 90 მუხლი შეცვლილიყო 28 მუხლით, რომელიც ითვალისწინებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობის ზომას. კასპის საოლქო კომისიის წევრებმა საჩივარი არ დააკმაყოფილეს.
ასევე არ დააკმაყოფილეს მეორე საჩივარი, რომელიც ეხებოდა # 7 აღაიანის უბანზე გამოვლენილ დარღვევას, კერძოდ ამომრჩეველმა საარჩევნო ბიულეტინი, საარჩევნო ყუთში მოათავსა სპეციალური კონვერტის გარეშე.
საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტის ზედამხედველმა კომისიის წევრმა არ მისცა მითითება ამომრჩეველს, რომ მისი ბიულეტინი გაბათილდებოდა სპეციალური კონვერტის გარეშე, თუკი აღმოჩნდებოდა საარჩევნო ყუთში. ყუთის ზედამხედველს საქართველოს კანონმდებლობით ეკისრებოდა, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
ერთადერთი საჩივარი, რომელიც საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა, # 1 საარჩევნო უბანზე ,,დემოკრატიული ინიციატივათა საერთაშორისო ორგანიზაციის" წარმომადგენელმა დაწერა.
ამ საჩივრის მიხედვით, #1 საარჩევნო უბანზე, ნაციონალური პარტიიდან დანიშნულმა კომისიის წევრმა პირველ წილის ყრაზე და ფუნქციების შესრულებაზე უარი განაცხადა. კასპი საოლქო კომისიის წევრებმა აღნიშნული ქმედება, მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად შეაფასეს და ,,გაფრთხილება" მისცეს.
განუხილველად დატოვეს გაერთიანებული ოპოზიციის" ორი საჩივარი, რომლის ავტორი აპროტესტება უბანზე არაუფლებამოსილი პირების ყოფნას.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |