Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ოკუპაციის თემა განიხილეს კონფერენციაზე ,,ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ"
ნატო, როგორც უალტერნატივო გზა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - ამ თემაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-12 კონფერენციაზე, რომელიც თემაზე „ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს სამიტის შემდეგ“ მსჯელობით გრძელდება.

თავის მოხსენებაში სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება ოკუპაციის საფრთხეებზე გაამახვილა და საქართველოსათვის ალიანსის წევრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს საქართველოსათვის ერთ-ერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე ვმსჯელობთ. ესაა ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი, ამ გზაზე ტრანსფორმაცია და ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა. ამას ივლისში ჩატარებული ბრიუსელის სამიტის ჭრილში განვიხილავთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთხელ წარმოჩინდეს ის წარმატება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გააჩნია და კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი თუ რას ნიშნავს საქართველოსათვის ნატოს წევრობა. რომ ეს არ არის მხოლოდ არჩევანი. ესაა უალტერნატივო გზა, მაშინ როდესაც ქვეყანას აქვს უსაფრთხოების ისეთი გამოწვევა, როგორიც მიმდინარე ოკუპაციაა.

„ნატო-ს წევრობა, ფაქტობრივად შვიდი ათწლეულის განმავლობაში, ევროპის ბევრი ქვეყნისათვის იყო უსაფრთხოებისა და მშვიდობის ის ქოლგა, რომლის ქვეშაც ისინი ახერხებდნენ ეკონომიკურ განვითარებას, მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და სტაბილურ, დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ეს გვინდა ჩვენც. ჩვენი კურსი არავის წინააღმდეგ არაა მიმართული და ეს ჩემი მხრიდან ცალსახად აღინიშნა“, - გნაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.

კონფერენციას 300-მდე მონაწილე ესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.