Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
გორის უნივერსიტეტში მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი 2018 გაიმართა ღონისძიება 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფორუმში მონაწილეობა 15-22 წლის ასაკის 60-მდე ახალგაზრდამ მიიღო, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდებში დიპლომატიურ-ეკონომიკურ სფეროში ცნობიერების ამაღლება, დიპლომატიური კორექტივების ათვისება, მსოფლიოში მიმდინარე აქტუალურ პროცესებში გარკვევა, ოფიციალური დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურის გაცნობა და საჯარო გამოსვლის ხელოვნების დაუფლება.

ფორუმი, 3 ნოემბერს გაიხსნა. გახსნას დაესწრნენ ახალგაზრდობის ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები გაეროში, ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩები, პროგრამა “PITA”-ს რეგიონული კოორდინატორი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგის“ დამფუძნებელი, „EVSპროგრამის მოხალისეები საქართველოში, „მეგობრობის ხიდი ქართლოსის წარმომადგენლები“ და პროექტ „საქართველოს მოხალისის რეგიონული კოორდინატორი“.

პროექტი საქართველოს მოხალისე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ყოველწლიური პროექტია, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში.

,,საქართველოს მოხალისეს" მიზანია მოხალისეობრივი ინსტიტუტის გაძლიერება და მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი მუნიციპალიტეტში გახლავთ „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“, ორგანიზაცია „ლიდერთა ლიგა“, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გორის მუნიციპალიტეტის მერია და სოციალური საწარმო „ლინიმა არტი“.

ფორუმი, პროექტ „საქართველოს მოხალისის“ ეგიდით, გორის მოხალისეთა კლუბისა და პროგრამა “PITA”-ს ერთობლივი ორგანიზებით, ელენე მინდიაშვილისა და მედეა პავლიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.


 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.