Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი ხაშურში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრას გამართავს
2018 წლის 7 ნოემბერს, ხაშურის თვითმმართველობის შენობაში, 14:00 საათზე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით გაიმართება სამუშაო შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობებისა და საკრებულოს წევრებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/დევნილი მოსახლეობის, მედიის, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

სამუშაო შეხვედრის მიზანია, დამსწრე საზოგადოებისთვის კოალიციური პროექტის გაცნობა, მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნის ხელშეწყობა, რომელიც იმუშავებს გენდერული თანასწორობის მუნიციპალური სამოქმედო გეგმაში გაწერილ რეზოლუცია 1325 ლოკალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართება კონსულტაციები კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ/ დევნილთა წარმომადგენლებთან და ყველა დიანტერესებულ პირებთან, რათა მოხდეს საჭიროებების გამოკვეთა და შემდგომში აღნიშნული საკითხების მაქსიმალურად გათვალისწინება მუნიციპალიტეტის მიერ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მთელი ქვეყნის მასშტაბით  თვითმმართველობებთან გენდერული თანასწორობის პოლიტიკისა და რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის კუთხით, მუშაობს.

შეხვედრა ორგანიზებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ ფარგლებში.

პროექტის შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია  ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ -ს, ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“-ს კოოპერირებით, 2018 წლის ნოემბერში იწყებს პროექტის: „რეგიონული და ადგილობრივი ადმინისტრაციების შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს რეზოლუცია 1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ლოკალიზაციის პროცესში და ამ პროცესებში დიალოგის აქტივიზაცია და ქალთა (მათ შორის ყველაზე მარგინალიზებულისაც), მონაწილეობის გაძლიერება“ განხორციელებას.

პროექტის ხორციელდება საქართველოს 10 მუნიციპალიტეტი: გორი, კასპი, ხაშური, ქარელი, დუშეთი, ზუგდიდი, წალენჯიხა, საჩხერე, სტეფანწმინდა და წყალტუბო.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამოქალაქო ფორუმების, ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრების, კონფერენციების ჩატარება. ეს საქმიანობა ხელს შეუწყობს ადგილობრივ დონეზე დიალოგის გაღრმავებას და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართვას.

პროექტის შედეგად მოხდება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების რეალური საჭიროებების გათალისწინება მუნიციპალურ გეგმებში, ერთობლივი მუშაობა ამ გეგმების რეალიზაციაზე. პროექტი გააგრძელებს იმ სამუშაოს, რომელიც დაწყებულია ათივე მუნიციპალიტეტში, გენდერული თანასწორობის არსებული/შექმნილი ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწის, გენდერული საბჭოების გაძლიერებისა და სამოქალაქო საზოგადოების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართვის ამ საბჭოების მუშაობაში.

პროექტის შედეგად უნდა გაიზარდოს სამოქალაქო ჩართულობა სამოქმედო გეგმების განხორციელებაში და საზოგადოებრივი მონიტორინგი; დამტკიცებული გეგმების მიერ გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ადამიანური უსაფრთხოების გაზრდასა და მათი უფლებების რეალიზებას.  პროექტი დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ და უნდა განხორციელდეს
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.