Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაცია მისმა ლიდერმა დატოვა
,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა გორში პარტია დატოვეს. ამის შესახებ ცოტა ხნის საკრებულოს წინ ზვიად საბანაძემ გააკეთა.

ის საკრებულოს წევრია ამ პარტიიდან და აცხადებს, რომ მასთან ერთად გუნდიდან უახლოესი თანამებრძოლები მიდიან. ზვიად საბანაძის განმარტებით, მას მიუღებლად მიაჩნია ,,ევროპული საქართველოს" ალიანსი ,,ნაციონალურ მოძრაობასთან".

,,მე ვიცოდი, რომ ევროპული საქართველო არანაირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან. როცა დავრწმუნდი კვლავ ამ ალიანსში, მე მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება წასვლის თაობაზე" - აცხადებს საბანაძე.

საბანაძე კოალია ,,ქართული ოცნების" დაფუძნების პერიოდში (2012 წელს) ,,გაერთიანებული დემოკრატების" წევრი იყო. კოალიციის დაშლის შემდეგ, ის ახლადჩამოყალიბებული მოძრაობის ,,ევროპული საქართველოს" წევრი გახდა. ,,ევროპული საქართველო" თავის მხრივ ,,ნაციონალური მოძრაობისგან" გამოყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ზვიად საბანაძე და მისი თანამებრძოლები ხმას არ დაუჭერენ გრიგოლ ვაშაძეს. იგი ამტკიცებს, რომ მან მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" გამო დატოვა ,,ევროპული საქართველო".

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა ,,ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის ახალგზრდული ჯგუფის წევრს ლევან ბაგრის, რომელმაც განაცხადა, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ბოლო არჩევნებზე ,,ევროპულ საქართველოს" კანდიდატს, დავით ბაქრაძეს გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხმა 5 882 მოქალაქემ მისცა.

გორის 32-ე საოლქო კომისიაში 105-ვე უბნის შედეგები ცნობილია. საბოლოო მონაცემები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 42,5 %, (20 994 ხმა); სალომე ზურაბიშვილი - 34,61% (17 099 ხმა); დავით ბაქრაძე - 11,78% (5 882 ხმა)

სულ ამომრჩეველთა რაოდენობა 111 623-ია, ხოლო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 50 880 მოქალაქემ. არ მივიდა 60 743 მოქალაქე.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.