Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
,,გონკაობა“ შავშვებთან მსხვერპლით დასრულდა
სოფელ შავშვებთან მოხდარი ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა 7 კი, -
მძიმედ დაშავდა.
დღეს გორის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა დასრულდა, მოსამართლემ დამნაშავედ 35 წლამდე ქალბატონი სცნო.
შემთხვევა სოფელ შავშვებთან 2015 წლის სექტემბერში მოხდა.
ბრალდებულის თქმით, ავარიის დღეს ოჯახის წევრებთან ერთად თბილისიდან გორისკენ მიემართებოდა, გვერდითა ზოლში მოძრავი მანქანა კი, მასთან ,,გონკაობას“ ცდილობდა.
ბრალდებულმა ქალბატონმა ნ.კ. სასამართლო სხდომაზე გაიხსენა დეტალები.
„2015 წლის სექტემბერი იყო, ავარიის მომენტი კარგად არ მახსოვს. მაშინ მართვის მოწმობა ახალი აღებული მქონდა. მომხდარი ფაქტის დღეს თბილისიდან გორში მოვდიოდი, გვერდით მომდევდა ავტომობილი, რომელიც ,,მეგონკავებოდა“. თბილისიდან შავშვებამდე მანქანით ხან გამისწრებდა, ხან ჩამომრჩებოდა. კონკრეტულად ავარიის მომენტი არ მახსოვს. ჩემთან ერთად დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი შვილი და კიდევ ერთი ადამიანი მგზავრობდნენ. ჩემი შვილის ტირილმა გამომაფხიზლა და გონებაზე რომ მოვედი, დავინახე ორივე მძღოლი, მანქანებით მინდორში ვიყავით გადავარდნილები. გონებაზე მოსულმა, გავიგე, ავარიის დროს ჩემს მანქანაში დედაჩემი დაღუპულა, დანარჩენები მძიმედ დაშავდნენ, მეორე მანქანაში მძღოლის გვერდით მჯდომი 1 მამაკაცი დაიღუპა, 3 კი, მძიმედ იყო დაშავებული“. - განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა ქალბატონმა.
„მეორე მანქანში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ’’. - აღნიშნა პროკურორმა შორენა მგალობლიშვილმა.
მოსამართლე ლევან დარბაიძემ, 2015 წელს მომხდარ ავარიაში ბრალდებულ ნ.კ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და 276-ე მუხლის 1-ელი, მე-3 და მე-7 ნაწილის თანახმად ბრალდებულ ქალბატონს 6 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |