Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისებისათვის ახალი საგრანტო პროგრამა ამოქმედდა
უპრეცედენტო და უმნიშვნელოვანესი - ასე აფასებს შერიგებისა და
სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ქეთევან ციხელაშვილი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისების
მიზნით შემუშავებულ ახალ საგრანტო პროგრამას ,,აწარმოე უკეთესი
მომავლისთვის“, რომლის პრეზენტაციაც გუშინ გამართა.
პრეზენტაციაზე სახელმწიფო მინისტრმა სამშვიდობო ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც პროგრამა ,,აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ამოქმედდება და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ეკონომიკური სარგებლის მიღების ახალი გზებისა და შესაძლებლობების, უფრო პერსპექტიული, ალტერნატიული ბაზრების შეთავაზებას გულისხმობს.
„მოგეხსენებათ, ამ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას პარლამენტმა ფაქტობრივად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. ამჟამად მთელი მთავრობა მუშაობს იმისათვის, რომ ამ გეგმის როგორც სამართლებრივი, ისე ინფრასტრუქტურული და ფინანსური კომპონენტები აღასრულოს. დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანეს ფინანსურ ინსტრუმენტს ვქმნით იმისათვის, რომ ხელოვნური ბარიკადების გასწვრივ ვაჭრობა წავახალისოთ და შეღავათი მივცეთ ხალხს, რომელიც განგრძობადი რუსული ოკუპაციის პირობებში ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ვქმნით პროგრამას, რომელსაც „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ ჰქვია და რომელიც გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას საშუალებას მისცემს წარადგინონ საერთო ბიზნესპროექტები, 35 ათას ლარამდე კი გრანტის სახით დახმარება მიიღონ. ეს პროექტი მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რომელსაც ასეთი ტიპის გრანტის მიღება სჭირდება, რომელსაც აქვს ბიზნესიდეა და უნდა მომავალში განავითაროს.
მგონია, რომ დღეს, ამ 25 წლის განმავლობაში უპრეცედენტო ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ათასობით ადამიანისათვის შესაძლოა მართლაც ახალი შესაძლებლობების დასაწყისი იყოს. მთავარია ამას ხელოვნურად არ შეეშალოს ხელი. ახალ ინიციატივაში გათვალისწინებულია სტატუს-ნეიტრალური მექანიზმები- პირადი ნომრით რეგისტრაცია მათ ჩასართავად, ვისაც დღეს შესაძლოა საქართველოს პასპორტი არ ჰქონდეს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროექტის ბენეფიციარებს გრანტის მიღება 35 ათასი ლარის ფარგლებში შეუძლიათ.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |