Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
ახალი ამბები
რუის-ურბნისის ეპარქია: ,,მეუფე იობი პოლიტიკაში არ ერევა"
,,მეუფე იობი პოლიტიკაში არ ერევა" - ამის შესახებ
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რუისისა და ურბნისი ეპარქიის
წინამძღვრის, მეუფე იობის თანაშემწემ განუცხადა. მამა ნიკოლოზის
თქმით, გუშინ გავრცელებული ფოტოს შესახებ, სხვა კომენტარს ვერ
გააკეთებს.
ფოტო, რომელიც გუშინ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პრეს-სამსახურმა გაავრცელა, ეპარქის სამდივნოს წარმომადგენლებისთვის უცნობია. ეპარქიის მდივანმა ფოტოს შესახებ არაფერი იცის და ვითარებაში გარკვევა უშუალოდ მეუფესთან და მის თანამშემწესთან გვირჩია.
,,ხეობაში არიან დღეს წასულები და ტელეფონზე შესაძლოა მისმა მძღოლმა გიპასუხოთ" -გვითხრა მდივანმა. საპრეზიდენტო კანდიდატისა და მეუფის შეხვედრის შესახებ სხვა ინფორმაცია მას არ გააჩნდა.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა მამა ნიკოლოზსაც, რომელმაც განაცხადა, რომ მართლაც ხეობაში (იგულისხმება ძამას ხეობა) იმყოფებიან და ვერ შევძლებთ მღვდელთწინამძღვრისგან კომენტარის მიღებას.
,,ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ მეუფე იობი პოლიტიკაში არ ერევა. სხვას ვერაფერს გეტყვით. როდის და რანაირად დაიგეგმა ეს შეხვედრა, მე ამაზე ვერ გიპასუხებთ" - გვითხრა მიტროპოლიტის თანაშემწემ. ,,ხეობაში ვარ ამ წუთას და არ შემიძლია საუბარი" - აცხადებს მამა ნიკოლოზი.
,,ქარელი, შეხვედრა მეუფე იობთან"- ასე ასათაურებს გრიგოლ ვაშაძის პრეს-სამსახური მეუფე იობთან შეხვედრას. ფოტოზე ყოფილი შს მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ჩანს. მიტროპოლიტმა 2014 წელს ოქრუაშვილის შვილები მონათლა.

გუშინ, გრიგოლ ვაშაძე ქარელში იმყოფებოდა და ამომრჩევლებს რაიონული ორგანიზაციის შტაბში შეხვდა. მასთან ერთად, რეგიონული ორგანიზაციის ლიდერი ბადრი ბასიშვილიც იმყოფებოდა.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |