Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ოკუპაცია
,,გაკრეჭილია" - ურჩ სასულიერო პირთა სია 20-იანი წლების გორში
1921 წლის გასაბჭოების შემდეგ გორის მაზრაში ასეულობით ეკლესია
დაიკეტა, სასულიერო პირებს კი, ანაფორა გახადეს. გორის არქივში
ინახება მასალები, რომელიც ბოლშევიკების მმართველობის პირველი წლების
ისტორიას ასახავს.
აი, რას ვკითხულობთ გორის სამაზრო აღმასკომის მიერ მომზადებულ ერთ-ერთ მოხსენებაში, სადაც სიამაყით იუწყებიან:
,,ერთი დაკვრით მოისპო თვით ხალხის მიერ, მათი დამღუპველი რელიგია და ამ მხრივ მათ დიდი დამსახურება ეკუთვნით ცრუმორწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლაში. მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134 ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები, სადაც ურიცხვი ხალხი იკრებდა თავს სალოცავად და დღეს კი თუ იკრიბება დღეობებში, მხოლოდ და მხოლოდ ტრადიციული წესების დასაცავად და სამხიარულოდ. ზოგიერთა ეკლესიები უკვე გადაკეთებულია რაიმე კულტურულ დაწესებულებად და ასეთი სურვილი, ბევრგან არის.“ - ციტატის დასასრული.
ს.ს.ს.რ. მეჯვრისხევის თემის აღმასრულებელი კომიტეტის წერილი გორის სამაზრო აღმასკომისადმი, 1923 წელი:

საიდუმლო, ფრიად სასწრაფო სამაზრო აღმასკომის შინა მმართველობას.
თანახმად თქვენი საიდუმლო მოწერილობისა გიდგენთ ეკლესიის და სამღვდელოების სიას. სია საყდრების და სამღვდელო პირების (მართლმადიდებელთა) გორის რაიონის გორის მაზრისა, სადაც სწარმოებს წირვა-ლოცვა:
1. კარალეთის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი მჭედლიძე ვანო
2. პატარა გარეჯვრის გიორგის (წმინდა გიორგის – ვ.შ.) ეკლესია - დეკანოზი მცურავიშვილი ლენტო. ორივე მათგანი – ,,დანგრეულია, კარები ღია არის და ამისათვის სწარმოებს წირვა-ლოცვა“.
დახურული ეკლესიების ცნობა:
1. ატენის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი ედილაშვილი გაბრიელ.
2. ორმოცის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი პაპელიშვილი გიორგი.
3. რეხის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელ-მონაზონი გიორგი დარჩია.
4. დიდი გარეჯვრის ღვთისმშობლის ეკლესია - უმცროსი მღვდელი მჭედლიძე ვანო.
5. თორტიზის ღვთისმშობლის ეკლესია - დეკანოზი მცხვეთაძე ლეონტი.
6. ხელთუბნის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია - დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე.
7. სვენეთის ღვთისმშობლის ეკლესია - მღვდელი ხახანოვი გაბო.
8. რეხის ეკლესია - მღვდელი ხახანოვი გაბო.
9. ბერბუკის მთავარანგელოზის ეკლესია - დეკანოზი იროდიონ ოქროპირიძე. თან ერთვის
შენიშვნა: რეგრესისტები და კონსერვატორები ყველანი.

საიდუმლოდ! სია საყდრებისა და სამღვდელო პირებისა (მართლმადიდებელთა) მეჯვრისხევის რაიონისა - გორის მაზრა:
1. სამების ეკლესია - სოფელი ბერშუეთი, მღვდელი ბიბილური ლექსო, ნაციონალ-დემოკრატი - სწარმოებს წირვა-ლოცვა.
2. იმავე ეკლესიის დიაკვანი ჩიტაძე ვასო და დიაკვანი ნაციონალ-დემოკრატი.
3. იქვე - ახალბედაშვილი თედო
4. ღვთისმშობლისა-ახალსოფელი, კოკელიძე ესტატე, მღვდელი
5. იქვე, - ხუცურაული დიმიტ. დიაკვანი `
6. `,,------------‘’ - ხევსური სანდრო ტარასტა
7. ღვთისმშობლისა, ს. ზერტი-ურფანოვი, ტერტერა, დაშნაკცაკან.
8. სამების, ს. ახრისი – ბათიაშვილი იოსებ, მღვდელი, კონსერვატ.
9. ბათიაშვილი გეგენა – დიაკვანი
10. სუფსარქისი, ს. დიდი მეჯვრისხევი - ურფანოვი არშაკი, ტერტერა.
11. წმ. მარინე – დიდი მეჯვრისხევი – ხახუტაშვილი ილიკო, მღვდელი, ნაციონალ -(ალბათ დემოკრატი-ვ.შ.).
(P.შ. აღსანიშნავია, რომ სწორედ მეჯვრისხევის უძველეს, წმინდა მარინეს ტაძარში დაიწერა ჯვარი ანასტასია ერისთავ-ხოშტარიამ პოეტ დუტუ მეგრელზე. მათ ჯვრისწერას, როგორც ხელისმომკიდე, აკაკი წერეთელი ესწრებოდა. – ვ.შ.)
12. უსანეთი – დიდი მეჯვრისხევი – იგივე, ანუ მღვდელი, ნაციონალ (ალბათ დემოკრატი – ვ.შ.)
13. ამაღლება, იქვე – იგივე
14. ღვთისმშობლისა, უკუღმასოფელი – ხახუტაშვილი გიგო _ გაკრეჭილია.
15. ღვთისმშობლისა - პატარა მეჯვრისხევი - იგივე
16. ახალჯვარი - სოფელი ახალუბანი – გამრეკელი სეით, მღვდელი, ეროვ.დემოკრატი წირვა-ლოცვა სწარმოებს მარტო დღესასწაულობით წელიწადში ერთხელ (დახურული ეკლესიაა).
17. ღვთისმშობლისა აძვში - იგივე
18. ღვთისმშობლისა ტყვიავში – დარბუაშვილი შაქრო, მღვდელი (სწარმოებს წირვა-ლოცვა).
19. ნათლისმცემლისა ძევერაში – ჯავახიშვილი ნიკო, მღვდელი. – სწარმოებს წირვა-ლოცვა
20. მღვთისმშობლისა (ღვთიმშობლის – ვ.შ.) მერეთი – უნაფქოშვილი ფილიპე, მღვდელი, სწარმებას წირვა-ლოცვა
21. სამებისა კარბში- ქუჩუკაშვილი სანდრო, მღვდელი, - სწარმოებას წირვა-ლოცვა
22. ნათლისმცემლისა ფლავში - სამადაშვილი ნიკოლოზ, მღვდელი, სწარმოებს წირვა-ლოცვა
23. სვეტისცხოველის, ტირძნისში, - კასრაძე ვანო, სწარმოებს წირვა-ლოცვა
24. ნათლისმცემლისა - ლომიძე მალაქია - სწარმოებს წირვა-ლოცვა.
შენიშვნა: ს. მეჯვრისხევში უეკლესიოთ მღვდლობს მღვდელი გიორგი დედაბრიშვილი.
აცტორი მასალებისა: ვაჟა შაქარაშვილი.
ქვემოთ ფოტოზე: ბოლშევიკების მიერ ეკლესიიდან ნივთების გატანა (რუსეთი, 1920-იანი წლები)

დახურული ეკლესიები

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |