Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალის საკარანტინო სივრცე 180 პაციენტზეა გათვლილი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა შეიქმნა. ჰოსპიტალში მოთავსებული პაციენტები რეფერალური მომსახურებით გადანაწილდნენ სხვადასხვა კლინიკაში, მათ შორის ,,გორმედში“.

ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორმა დავით ბარლიანმა დღეს დილით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე შიდა ქართლში ეს ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც კორონავირუსის საეჭვო სიმპრომების მქონე ადამიანებს სამედიცინო პერსონალი მეთვალყურეობას გაუწევს.

,,1 მარტს ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით, იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ სამხედრო ჰოსპიტალი მოეწყოს საკარანტინო სივრცედ. რაც თავისთავში გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვიღებთ მხოლოდამხოლოდ რისკ ჯგუფში შემავალ პაციენტებს, რომლებსაც მოვათავსებთ იზოლირებულ პალატებში, ბოქსებში და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში"-განაცხადა ბარლიანმა.

ამჟამად, ჰოსპიტალში 4 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 3 სამხედრო მოსამსახურე. ისინი მოგზაურობდნენ იტალიაში. ყველა პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ.

,,თითოეული მათგანის ანალიზი გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში და კორონა ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგუნდა. ჩვენ მთელი სიმძლავრით შეგვიძლია მივიღოთ 180 პაციენტამდე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვაქვს ცალცალკე კორპუსები და შეგვიძლია გავმიჯნოთ ყველანაირი სირთულის პაციენტი. ასევე ვართ მზად როგორც პერსონალით ისე გამოცდილებით.“ -დაასკვნა ბარლიანმა.

რა არის კორონავირუსი

2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში დაფიქსირდა უცნობი ვირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები. ვირუსს ეწოდა 2019 – nCOV ვირუსი. ვიდეოში მოგაწოდებთ მოკლე ინფორმაციას ამ ვირუსის შესახებ.

კორონავირუსი მიეკუთვნება ვირუსების დიდ ოჯახს, იგი შედგება გენეტიკური მასალისაგან და გარშემორტყმულია გარსით, რომელსაც გააჩნია ცილოვანი საცეცები. საცეცები მას გვირგვინის შესახედაობას აძლევს.

გვირგვინს ლათინურად ეწოდება ,,კორონა“. სწორედ აქედან წარმოსდგება ამ ვირუსის სახელწოდება - კორონავირუსი.

არსებობს კორონავირუსის რამდენიმე ტიპი, რომელიც ზოგჯერ იწვევს როგორც რესპირაციულ, ასევე გასტროენტერალურ სიმპტომებს, რესპირაციული დაავადება შეიძლება გამოიხატოს უმნიშვნელო გაციებიდან პნევმონიამდე.
დაავადება ხშირ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, არსებობს კორონავირუსის ზოგიერთი ტიპი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს უფრო მძიმე დაავადებები.

მძიმე მწვავე რესპირაციული სინდრომი: (SARS – Severe Acute Respiratory Sindrom) რომელიც პირველად 2003 წელს აღმოჩნდა ჩინეთში; და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS), რომელიც პირველად 2012 წელს საუდის არაბეთში დაფიქსირდა.

2019 წელს ჩინეთში დაფიქსირდა 2019 – nCOV-ის პირველი შემთხვევა.

დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ზღვის პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველებით მოვაჭრე ბაზართან, ჩინეთის ქალაქ უჰანთან.

მათ განუვითარდათ პნევმონია და შემდეგ დაავადებულთაგან ვირუსის გადაცემა მოხდა ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე. სწორედ ასე მოხდა დაავადების გავრცელებ ჩინეთში. შემდეგ კი სხვა ქვეყნებში.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.