Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,მოვედი ცუგა“ - ქალი, რომელიც გორის ძაღლებს უვლის
ბევრი გულისტკენა უკვე მიიღო, რადგან არ ესმით მისი. ,,რა დროს ძაღლებია, როცა ხალხს შიაო“ - ამ გამოხმაურებებს უკვე მიეჩვია.

თამარ გოგალაძეს ჩვენი მკითხველი უკვე იცნობს. ის მაშინ გაგაცანით, როდესაც ზამთრის ყინვიან პერიოდში მიუსაფარი ძაღლებისთვის მცირე ზომის სახლების გაკეთება დაიწყო. დღეს ცუგებს აღარ სცივათ, რადგან ტემპერატურამ უკვე აიწყია.

მაგრამ ისინი ქუჩებში საკვებს ვეღარ პოულობენ. მოსახლეობის დიდი ნაწილი სახლებში იმყოფება, თვითიზოლაციის რეჟიმში. მიუსაფარ ძაღლებს ყურადღებას უკვე ნაკლებად აქცევენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, გორში უამრავი მაღაზია დაიკეტა, აღარ მუშაობს რესტორნები. სანაგვე ურნებში ნარჩენი პროდუქტები აღარ გროვდება. მშიერი ძაღლი კი, ხშირად აგრესიული ხდება.

ამიტომ,  თამარი იმ ძაღლებს ვერ მიატოვებს, რომელიც ზამთარში გაათბო. ვერ დატოვებს იმ ხალხის წინაშე, რომელმაც შეიძლება ძაღლს ქვა ესროლოს, შემდეგ კი, თუ ძაღლი გამოეკიდება, ადამიანმა მოკლას კიდეც. გუშინ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას უკვე შეესწო.

კორონავირუსის ,,ჟამიანობის“ პირობებში ქალაქში თეთრ მანქანას დაინახავთ. თუ გაჩერდებით და კარგად დააკვირდებით, ისე გაიღება კარი, რომ მისმა მგზავრმა თქვენ ვერც შეგამჩნიოთ. ქალბატონი თამარი ეძებს ძაღლებს, რათა უკანა სალონში დაგროვებული საკვები ძაღლებისთვის გახსნა.

ეს პროცესი რამდენიმე დღეა უკვე გრძელდება. შეუმჩნეველი არ დარჩენია მოქალაქეებისთვის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ პროცესში ჩაერთო, ანა ბითაძეა. დაურეკავს ქალბატონი თამარისთვის და უთქვამს, საკვები ვიყიდე და მომეხმარეთ განაწილებაშიო.

გორში რამდენადაც ბევრი მიუსაფარი ძაღლი გაჩნდა, იმდენად მომრავლდა ცხოველთა დამცველი. წმინდაწყალზე მაღაზია ,,მარკო“ მის მეზობელ ძაღლებს უსასყიდლოდ აჭმევს. სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს ამხელენ, ვინც მის სადარბაზოში ძაღლს დაარტყა.

ადამიანს, რომელსაც ესმის დაშავებული ძაღლის ხმა, მას ავტომატურად მისი დაცვის სურვილი უჩნდება. ის კი, ვინც ძაღლს დაუშავა, ან ქვა დაარტყა, ვერც კი ამჩნევს, როგორ იძენენ მისი გამწარებული ძაღლები ერთგულ ადამიანებს.

და რაც უფრო გაიზრდება და გაფართოვდება ეს ერთგულება, მით უფრო შევიწროვდება ადამიანსა და მიუსაფარ ძაღლს შორის, დაპირისპირების სცენა, უბრალოდ, ქვის სროლის სივრცე აღარ დარჩება, რადგან ეს ვეღარ დაიმალება.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.