Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,კორონა რომ შემხვდეს, ვერ გადავიტან" - გორის ჰოსპიტალში 60-წლის კაცი კვირაში 3-ჯერ დადის
60-წლის ზურა ციცქიშვილი კვირაში სამჯერ გორის ჰოსპიტალში დადის. იმ ჰოსპიტალში, რომელიც საკარანტინო სივრცედ არის გამოყენებული. ტაქსით სოფელ ფხვენისიდან მოდის, შემდეგ ისევ უკან ბრუნდება - 4 საათის შემდეგ.

სისხლის გადასხმებს ამჯერად ჰოსპიტალის მიწისქვეშა სართულზე უკეთებენ. მას ორივე თირკმელი გაჩერებული აქვს, ასევე, ოპერაცია აქვს გაკეთებული ყელზე, ონკოლოგიური ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, საუბარიც უჭირს. ყელში სპეციალური აპარატიც კი არ უდგას.

კორონავირუსის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. გაჩერებულია ტრანსპორტი. ამიტომ, ზურა ციცქიშვილს სოფელ ფხვენისიდან გორში წასვლა და წამოსვლა ტაქსით უწევს.

გუშინ ტაქსს სოფლიდან გამოყვა და 2 ლარის გადახდა მოუწია. გორიდან კი, მარტო დაბრუნდა და 12 ლარი გადაიხადა.

წელიწადში დახმარების სახით 500 ლარს იღებს - ,,ეს თანხა ერთ თვეში დამეხარჯებაო“ - გვანიშნა ზურა ციცქიშვილმა. მესამე წელია, იგი, ყოველ თებერვალს ერთჯერად დახმარებას 500 ლარს იღებს.

დიალიზის პროგრამაში 3 წლის წინ ჩაერთო. ამ სამი წლის განმავლობაში უამრავი დაბრკოლება შეხვდა. ყელში ონკოლოგიური დაავადება გაუჩნდა. ოპერაციაში ერთი წლის წინ 7000 ლარი გადაახდევინეს. აქედან, 3500 ლარი სახელმწიფომ დაუფინანსა, დანარჩენი კი, - ოჯახმა დაფარა.

სოფელში 3 წლის წინ დაბრუნდა, როდესაც დიალიზი დაუდგინდა. ცოლ-შვილი თბილისში ცხოვრობს. თვითონ კი, მშობლიური სახლი ამჯობინა, რადგან ავადმყოფობის პირობებში, თბილისში ვერ იცხოვრებდა.

წუხს, რომ კორონავირუსის რამდენიმე ფაქტის დაფიქსირების შემდეგ, სახლიდან გარეთ გასვლა უწევს. ,,მე თუ შემხვდა, უეჭველი ვერ გადავიტანო“ - გვითხრა მან.

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.