Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
ახალი ამბები
საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ხვალიდან, საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე,
საქართველოში მოქალაქეებისთვის სახლიდან გარეთ გასვლა
აიკრძალება. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი
გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკომენდანტო საათის პერიოდში პირთა გადაადგილების კონტროლის შესრულების მიზნით მოეწყობა საკონტროლო პუნქტები სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის, გორშიც.
პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულების დინამიკა შემაშფოთებელია.
,,დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად გვაქვს ისეთი შემთხვევა, რომ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია ერთი ინფიცირებული. მოვლენები ცხადყოფენ, რომ ბევრ მოქალაქეს არ აქვს გათვიცნობიერებული არსებული რისკები. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ვუსამძიმრებთ. სანამ ჩვენ კიდევ ვაკონტროლებთ სიტუაციას და სანამ მაჩვენებელი ძალიან საგანგაშო არ არის სხვა ქვეყნებთან შედარებით." - განაცხადა გახარიამ.
საკარანტინო რეჟიმის აღსრულება კი, დაიწყება 31 მარტის დილის 8 საათიდან.
,,დილის 8 საათიდან სრულიად იკრძალება ყველა ტრანსპორტის გადაადგილება ქალაქში და ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება ისიც იმ შემთხვევაში, თუ მანქანაში იქნება მხოლოდ ორი მგზავრი, ისიც უკანა სავარძელში. იკრძალება 3 ან მეტი პირის თავშეყრა და დაცული უნდა იყოს 2 მეტრი დისტანცია. ამასთან აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ადამიანის სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ისინი მიდიან უახლოეს აფთიაქში, მაღაზიასა და საავადმყოფოში." - განმარტა გვახარიამ.
ეს კარანტინი დეტალურად ნიშნავს შემდეგს:
● სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
● დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაშიც შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს.
● ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
● იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
● ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკამ განაგრძოს ფუნქციონირება და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია საქართველოს ეკონომიკას, სრულად არ იყოს გაჩერებული. ასევე, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მაქსიმალურად შეძლონ სამუშაო ადგილების შენარჩუნება.
● აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
● იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
● ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება, როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე, ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |