Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
ფინკა ბანკი - არსებულ გამოწვევებს სწორი ფინანსური გადაწყვეტილებები სჭირდება [R]
ფინკა ბანკმა სპეციალური საშეღავათო პირობები იმ მომხმარებლებს შესთავაზა, რომელთა შემოსავლებსა და საქმიანობაზეც ქვეყანაში შექმნილმა მდგომარეობამ უარყოფითად იმოქმედა. ამის შესახებ ბანკმა განცხადება 19 მარტს გააკეთა.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფინკა ბანკი მომხმარებლებს შეღავათებს მსგავს სიტუაციებში ყოველთვის სთავაზობს. კორონავირუსის გავრცელებამდეც იყო შემთხვევები, როდესაც მსესხებელს ექმნებოდა გადახდისუნარიანობის პრობლემა და ბანკი მას შესაბამის გამოსავალს ინდივიდუალურად სთავაზობდა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სესხის გადავადება ხშირად აღიქმება, როგორც გადავადების პერიოდში პროცენტის დარიცხვის შეჩერება, სესხის "პატიება" და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გადავადების შედეგად ბანკებს მნიშვნელოვნად უმცირდებათ ფულადი სახსრების შემოდინება, მაგრამ, მეორეს მხრივ, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ მცირდება საოპერაციო ხარჯები. როგორც მსესხებლებს აქვთ ბანკების წინაშე ვალდებულებები, ასევე ბანკებსაც გააჩნიათ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები თანამშრომლების, დეპოზიტარების, აქციონერების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ და მათდამი ფინანსური ვალდებულებების შესრულება გრძელდება. ბევრი გარემოებაა, რაც განსაკუთრებულ სიფრთხილესა და სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს საჭიროებს, რათა კრიზისით გამოწვეული ზარალი ნაკლებ მტკივნეული იყოს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მთელი სექტორისათვის.

ფინკა ბანკმა მომხმარებლებს, რომელთა საქმიანობაც შექმნილმა სიტუაციამ დააზარალა, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი შესთავაზა. რატომ 3 თვე და არა მეტით, ან ნაკლები პერიოდით გადავადება? ფინკა ბანკში ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს-თუ ამისი ობიექტური გარემოება და საჭიროებაა, სესხებს ზოგიერთ შემთხვევაში, უფრო ნაკლები ან მეტი დროითაც გადავავადებთ. ბანკის მიდგომა ერთია - დღეს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები, რაც ერთი შეხედვით შეიძლება არ იყოს პოპულარული, გრძელვადიან პერსპექტივაში დადებითი გავლენას მოახდენს მომხმარებელთა ფინანსურ კეთილდღეობასა და მთლიანად სექტორის სტაბილურად განვითარებაზე.

19 მარტიდან 25 მარტამდე 9000-მდე განაცხადი მივიღეთ. თითოეული განაცხადი ძალიან მოკლე დროში ინდივიდუალურად განვიხილეთ, რაც საკმაოდ დიდ რესურსებთან იყო დაკავშირებული. დაწყებულია მომხმარებლებისათვის პასუხის გაცნობა, რაც ასევე არ არის მარტივი, ვინაიდან მომხმარებელი ყოველთვის სასურველ პასუხს ვერ მიიღებს - ისევ და ისევ განვმარტავთ, რომ ბანკი მაქსიმალურად ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის რეალურ გავლენას მომხმარებელთა გადახდისუნარიანობაზე და თითოეული მომხმარებლის სესხზე ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკის მაღალ დონეზე შესრულებისა და დაზოგვის კულტურის ამაღლებაზე გაწეული მთელი რიგი აქტივობების შედეგია ის, რომ დღეს ფინკა ბანკის მომხმარებლების საკმაოდ დიდი ნაწილი მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კვლავ გადახდისუნარიანია (დიდ ნაწილს შერეული შემოსავლები აქვს, აქვთ დანაზოგიც).

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ფინკა ბანკი ყველა ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველვყოთ მომხმარებელთა მხარდაჭერა, მეწარმეთა ბიზნესების მდგრადობა და ბანკის გამართული მუშაობა. დღეს მიღებულ სწორ გადაწყვეტილებებზე და მათ ეფექტურად აღსრულებაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ გადავლახავთ არსებულ კრიზისს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილების საუკეთესო პრაქტიკა გამოვიყენოთ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.