Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ბოლო 30 შემთხვევა 12 კლასტერში გამოვლინდა, ინფექცია მოსახლეობაში ტრიალებს" - გამყრელიძე
,,გუშინდელი დღე იყო ,,ნახტომი" - ანუ გვქონდა ერთდროულად 30 ახალი შემთხვევა. ვიტყოდი, რომ მდგომარეობა არის საგანგაშო." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვირუსი თითქმის ყველა სოციალურ ფენაშია გავრცელებული..

,,ეს ბოლო 30 შემთხვევა ფიქსირდება 12 კლასტერში. იცით, რომ არსებობს ირანის, იტალიის, ეროვნული ბანკის და ა.შ. კლასტერები და დღეს დაგვიდასტურდა პირველი შემთხვევა უკვე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში და სასულიერო პირში. ანუ შემთხვევები გახლავთ უკვე ყველა სოციალურ ფენაში.

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს წარმატებული შემთხვევებიც, 69 გამოჯანმრთელებულია, ინფიცირების 92 შემთხვევა გვაქვს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ 9 გარდაცვლილი საზღვარგარეთ, ხოლო 3 გარდაცვლილი ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ჯერჯერობით, საქართველოში, ყოველდღიურად, ახალი შემთხვევები იზრდება.

,,მე როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი, რაც მთავარია, ექიმი, მოგიწოდებთ ყველას, რომ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც სახელმწიფო იძლევა"

დღეს რამდენიმე ასეული ნიმუშია შემოსული 5 ლაბორატორიაში. დარწმუნებული ვარ იქნება დადებითი შემთხვევები. ეს ოცდაათი ნიშანია იმისა, რომ შიდა გავრცელება სერიოზული გვაქვს. ბევრი გვაქვს უკვე სამწუხაროდ, ეს იმას ნიშნავს, რომ ინფექცია მოსახლეობაში ტრიალებს, შეიძლება ხანდახან უსიმპტომოდ, თუმცა სიმპტომებიანი ბევრად მეტია. პირველივე სიმპტომებზე უნდა მიმართოთ ექიმს.

,,ჩვენი ქვეყანა რომ ყოფილიყო სამართლებრივი ქვეყანა, დიდი ხანი ვიბრძოდით.. ეს გახლავთ ქვეყანა, სადაც უზენაესია კანონი. ჩვენ ყველა: ექიმი, იურისტი, მასწავლებელი, საეკლესიო მოღვაწე, კანონს ვემორჩილებით. ამიტომ, კანონი უნდა იყოს დაცული, განსაკუთრებით ამ პერიოდში, რომ შედარებით რბილად გავიაროთ ეს ორი სამი კვირა; რომ არ მივიღოთ ათასობით დაინფიცირებული. ძალიან რთული იქნება იმ დროს ბრძოლა, როცა 1000-ობით იქნება დაინფიცირებული, როდესაც დაინფიცირებულებს შესაბამის მკურნალობა დასჭირდებათ. ამიტომ, ვირუსის წინააღმდეგ მთავარი იარაღი გახლავთ სოციალური დისტანცია და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რაც აუცილებელია." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 296-ია; მათ შორის გამოჯანმრთელებული - 69; გარდაცვლილი - 3; კარანტინის რეჟიმში - 4856; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 458;

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში 15 აპრილის საღამოს 21 საათიდან შესვლა და გამოსვლა აიკრძალება.


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.