Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,აბა, გამომხედე ერთი ჯეელო" - ბლოგი
აბა, გამომხედე ერთი ჯეელო, დავალება მაქვს და უნდა შემისრულო. სახლში გექნებათ ჩაკუჭული შავი ცელოფანი ნაგვისთვის, აიღე და ამოიცვი ფეხზე, პლიუს დასკოჩე, ამავე მოქმედებებს ვიმეორებთ ხელებზე, ღვინის ბალონიც გექნებათ ოჯახში და ჩამოიცვი თავზე.

ეხლა დაჯექი ტელევიზორთან და უყურე ფეხბურთს. ერთი საათი!

ეხლა მოიხსენი, არ იყო მთლად კაი ამბავი ჰო? ჰო.

ეხლა ეგ ყველაფერი გადაამრავლე 8 საათზე, პლიუს მთელ ტანზე, პლიუს სამმაგი ფენა.

გშია და ვერ ჭამ, გწყურია - ვერ სვამ, ტუალეტზე არც იოცნებო, როგორია? ხო და მე ვარ შენი მომვლელი რეანიმაციულ განყოფილებაში და ფეხბურთს კი არ ვუყურებ, გივლი შენ და კიდე 10 პაციენტს პალატაში. ეხლა მითხარი, მაქვს თუ არა უფლება გითხრა, რომ სახლში დარჩე?

კაი, როცა პროფესია ავირჩიე, უნდა მცოდნოდა და ეს სულაც არაა შენი პრობლემა, მაგრამ იგერ მე-8 საწოლზე შენ წევხარ და უნდა მოგხედო.

თან ჩემთვის #608 პაციენტი ხარ უკვე. ეხლა შენ როგორ გამოიყურები - თუ ზურგზე წევხარ, ე.ი. გაგიმართლა, ჯერ. მაგრამ ცხვირ-პირზე იმდენი რამე გაქვს ასხმული, შენ ასაკს ვერ ვიგებ.

პამპერსი გაქვს გამოსაცვლელი ( აბა რა გეგონა ) და გადაღლილს ამერია და შენ მაგივრად პამპერსი სხვას გამოვიცვალე, ვერც ვერაფერს მეტყვი (ცხვირ-პირი გამოტენილი გაქვს). გონებაზე ხარ და ბოლომდე იაზრებ, რაც გჭირს.

ორი საწოლის იქით ვიღაცის ხვრინვა რომ ნერვებს გიშლიდა, ორი დღე, უცებ გაჩუმდა და ატყდა გნიასი - მოკვდა საწყალი.

ახალი შემოსული ხარ და ხვრინვას და ხროტინს ჯერ ვერ არჩევ, გასაგებია. როგორც იქნა გამოგიცვალე პამპერსი და მოგაწესრიგე, შენც შვებით ამოსუნთქვა რომ დააპირე, რაღაც წაუხვრინე, არაფერია კაცო, დაიღალე და გეძინება.

აბა, ეხლა მითხარი, რა ტონით გესიამოვნება ტექსტი - ,,დარჩი სახლში".

ნუ დადგები ბირჟაზე დავითას ახალი მანქანის გასარჩევად, ნუ გადახვალთ მეზობელ კორპუსში დაქალებთან ყავის დასალევად. ორივე გააკეთე კაცო, განა გიშლი, მაგრამ ტელეფონითაც შეიძლება. ან იდექი რა, ან უკვე იწექი და ელოდე რიგს, როდის გამოგიცვლიან პამპერსს.

ანი იმნაძე,
გორი, 18 აპრილი, 2020 წელი
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.