Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია ლუგარის ლაბორატორიის მუშაობით" - მედოევი
მოსკოვის შემდეგ ლუგარის ლაბორატორიის საწინააღმდეგო განცხადება ცხინვალშიც გაკეთდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი მოითხოვს, რომ თბილისმა რუს სპეციალისტებს მონიტორინგის უფლება მისცეს.

,,სამხრეთ ოსეთი შეშფოთებულია რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრის საქართველოში მუშაობით, რომელიც მდებარეობს საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვართან, და იმედოვნებს, რომ რუსი ექსპერტების მიერ ლაბორატორიის მონიტორინგის უფლება ექნებათ, - განაცხადა დღეს მედოევმა.

მანამდე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვით მოსკოვი შეშფოთებულია, ამ ლაბორატორიის საქმიანობის შესახებ, ინფორმაციის ნაკლებობით.

,,ჩვენ უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს ამერიკული სამხედრო ბიოლოგიური ობიექტი კავკასიის ქვეყნებისთვის და, პირველ რიგში, თავად საქართველოსთვის. "- აღნიშნავენ მოსკოვში.

ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კომენტარი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის სპიკერმა, ალან თადტაევმაც გააკეთა:

,, სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუს სპეციალისტებს ლუგარის ბიო-ლაბორატორიის მონიტორინგის საშუალება მისცენ" - თქვა დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერმა.

მან აღნიშნა, რომ არც სამხრეთ ოსეთს და არც რუსეთს არ აქვს საიმედო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ამჟამად ლუგარის ცენტრი.

"სამხრეთ ოსეთის მხარეს აქვს კითხვები, კერძოდ, რატომ არ უშვებენ რუს დამკვირვებლებს იქ, რომ მათ შეეძლოთ ამ ლაბორატორიის მუშაობის მონიტორინგი და გარკვეული დასკვნების გაკეთება. ", - დასძინა თადტაევმა.

რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ცენტრი გაიხსნა 2011 წელს აშშ-ს მთავრობის პროგრამით.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, რუსეთის კრიტიკა ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებთ არის უსაფუძვლო და ეს თავად მოსკოვშიც იციან. 

"იცით, რა სიტუაციაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი დღეს არის პირველ სამეულში დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენიმეჯერ შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფი არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ყველა სართული, ყველა ლაბორატორია, ყველა თანამშრომელთან ჩაწერეს ინტერვიუები, არაფერი დამალული არ არის. ჩვენ ვართ ძალიან გამჭირვალე. თეთრი შური იცით, რა არის? ეს გახლავთ ის, რომ სანამ ლუგარის ცენტრში ჩვენ გვექნებოდა შესაძლებლობები ზოგიერთ ინფექციებზე კვლევის, ადრე ვაგზავნიდით დასადასტურებლად რუსეთში, იყო ეს პერიოდი… მაგალითად, პოლიომიელიტისთვის, უნდა გაგვეგზანა პოლიომიელიტის ცენტრალურ ინსტიტუტში; მაგალითად, წითელასთვის; მაგალითად, გრიპისთვის და მისი მსგავსი დაავადებებისთვის. დღეს ეს არ არის საჭირო იმიტომ, რომ ყველაფერი აქ კეთდება და კიდევ მეტი… ამიტომ ეს ნიშნავს იმას, რომ რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ევროპული, რატომ არის საქართველოს ორიენტაცია ჩრდილოატლანტიკური ბლოკის და არ არის ჩრდილოეთის, ეს არის ყველაფერი", – განაცხადა გამყრელიძემ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.