Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლაში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა
გორის მე-9 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს კვლავ დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ისინი მე-5 და მე-7 კლასის მოსწავლეები არიან.

მათი დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა, როგორც შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბში აცხადებენ, ბოლო 24 საათში გორში გამოვლენილი ახალი შემთხვევების კონტაქტები თბილისს უკავშირდება.

რაც შეეხება მე-9 სკოლას, სასწავლო დაწესებულება დისტანციურ რეჟიმზე 16 ოქტომბერს გადავიდა, როდესაც სკოლის ერთ-ერთ მანდატურს კორონავირუსი დაუდგინდა. 

გორის რესურსცენტრის უფროსის, ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, დღევანდელი მდგომარეობით სკოლებში ასეთი სიტუაციაა: 

"ორშაბათიდან (დღეიდან - რედ)  სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის გორის მეცხრე საჯარო სკოლა, ტყვიავის და კარბის საჯარო სკოლები. ასევე დისტანციურ რეჟიმზე რჩება გორის მესამე საჯარო სკოლა. ოთხივე სკოლაში რეჟიმის შეცვლა უკავშირდება კოვიდის დადასტურებულ შემთხვევებს. ჩვენ უკვე გაცემული გვაქვს რეკომენდაციები და სკოლები იცავენ ჯანდაცვის სმინისტროს მიერ შემუშავე ულ ყველა ნორმას. ვცდილობთ მოსწავლეთა ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული და თავიდან ავირიდოთ რისკები" - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ბოლო მონაცემებით შიდა ქართლში 207 ინფიცირებულია. აქედან 38 - კასპში, 5 - ხაშურში.

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 17477-ს შეადგენს.გარდაიცვალა 7 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 469 თბილისში, 360 აჭარაში, 99 კი იმერეთში დაფიქსირდა.

„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო - ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა - მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6300 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 1388 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1393- ს შეადგენს.

 

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.