Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
''ტაძარი, სადაც შენი ხმა აღარ ისმის, დადუმდა" - კორონავირუსით გორში 54-წლის პედაგოგი და მედავითნე ეთერ იაშვილი გარდაიცვალა
გორში, სამი დღის წინ კორონავირუსით 54-წლის ქალი გარდაიცვალა. ეთერ იაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის სკოლაში ქიმიის საგანს ასწავლიდა. როგორც მერის წარმომადგენელმა ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულში დავთ ცერცვაძემ Qartli.ge-თან საუბრისას აღნიშნა, გარდაცვლილი ქალბატონი ,,კოვიდ 19“-ით დაინფიცირებამდე სრულიად ჯანმრთლი იყო და არანაირი თანმხლები დაავადებებ არ ქონდა:

,,ეთერ იაშვილი გორში ცხოვრობდა, თუმცა ბერშუეთის სკოლაში ქმიის მასწავლებლად მუშაობდა. კორონავირუსით დაინფიცირებამდე იყო სრულიად ჯანმრთელი და მას არანაირი თანმხლები დაავადებები არქონდა. მდგომარეობა გართულების გამო, სამი კვირის წინ მოათავსეს სტაციონარში, თუმცა მის მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა,“- განაცხადა დავით ცერცვაძემ.

პედაგოგობასთან ერთად ეთერ იაშვილი გორის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი და მედავითნეც იყო.
ის თითქმის ორი ათეული წელი მსახურობდა გორისა და ატენის ეპარქიის სხვადასხვა ტაძარში. ახალგაზრდებს ასწავლიდა გალობას და მედავითნეობას.

გორისა და ატენის ეპარქიაში განაცხადეს, რომ ეთერი იაშვილი ორი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსით:

,,ქალბატონი ეთერ იაშვილი ორი თვის წინ დაინფიცირდა კორონავირუსით, თუმცა მისი მდგომარეობა დროთაგანმავლობაში დამძიმდა და სამწუხაროდ გარდაიცვალა,“-გვითხრა გორისა და ატენის ეპარქიის წარმომადგენელმა, დედა (ცეცილია) მარიამმა.

სოციაურ ქსელში უამრავი ადამიანი იხსენებენ ეთერ იაშვილის მიერ გაკეთებულ სიკეთეებს:

‘’2011 წლის 22 ნოემბერი იქნებოდა, დედაჩემის სასტიკი მოპყრობის შემდეგ საუკეთესო "თავშესაფარში" რომ მიმიღეს, მამა გედეონთან, წმ. ნიკოლოზის ტაძარში, სადაც 3 წელი ვგალობდი. მამაომ, ტაძრის რეგენტს და მედავითნეს ეთერ იაშვილს გააცნო ჩემი თავი და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი მეგობრობა. დედასავით მიმაგრებდა ზურგს, ცხელს და ცივს არ მაკლებდა, დედა სულ ახლა დაკარგე და სხვანაირი მოფერება გჭირდებაო. ერთმანეთის გვერდში დგომა და გალობა გვიყვარდა. სად აღარ დავვყვებოდით მამაოს და ყველა წერტილიდან ბედნიერები ვბრუნდებოდით. ცივ ზამთარში, თოვლსა და ყინვაში, ლოცვის მერე სახლამდე მიმაცილებდა, მაბინავებდა. მერე დავოჯახდი და ფიზიკურად ჩამოვშორდი, სულიერად და სოცქსელში არა.

ტაძარი, სადაც შენი ხმა აღარ ისმის, დადუმდა.

ასეთი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, შეუპოვარი ადამიანი, როგორ ადექი და წახვედი, როგორ დანებდი ამ საზიზღრობა ბაცილას. არც კი დავუშვი, რომ ეს მოხდებოდა.
ვიცი, რომ ძალიან გიყვარვარ, მეც ეთო, ძალიან მენატრები და ვიცი, რომ შენს ყველა გამოზრდილ მგალობელს ძალიან დაგვაკლდები, ჩვენო შეუცვლელო, სულიერო დედიკოვ
ვერ ვიჯერებ, ვერ’’-წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მგალობელი.

Qartli.ge უთანაგრძნობს ოჯახს, თანამშრომლებს და მეგობრებს ეთერ იაშვილის გარდაცვალების გამო.



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.