Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კორონავირუსის 1 784 ახალი შემთხვევებიდან 119 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 801 თბილისში, 121 აჭარაში, 281 იმერეთში, 119 კი შიდა ქართლში დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 26 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 421 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 170 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 251 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 220 508-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 200 339-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 801 შემთხვევა, აჭარა – 121, იმერეთი – 281, ქვემო ქართლი – 101, შიდა ქართლი – 119, გურია – 40, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 140, კახეთი – 110, მცხეთა-მთიანეთი- 30, სამცხე-ჯავახეთი – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 606, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 134. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში – 501, აჭარაში – 109, იმერეთში – 234. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 32, იმერეთში – 74. 1 464 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 551 – თბილისში, 647 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 10 626 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 396 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 182, აჭარაში – 116, ხოლო იმერეთში – 13.

სულ 6 ოქტომბრიდან – 25 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 20 955 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 003 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 867 პირი, აჭარაში – 3 717, იმერეთში – 4 738“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.