Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
,,Цы куы зæгъай, чи йæхи барæй ацыд, чи…
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй
Гудзаргоммæ
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
Къæлиндар
ახალი ამბები
კოვიდის გავრცელების მესამე ტალღის პირობებში მეუფე ანდრია შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს
"ახლა მიდის საუბარი, რომ ზომები კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს ან
ის ძველი ნორმები იყოს დაბრუნებული და ამასთან დაკავშირებით მინდა
ჩემი აზრი გამოვთქვა და ეს აზრი, როგორც თხოვნა გავაჟღერო.'' - ასე
დაიწყო საუბარი ატენისა და გორის ეპარქიის მიტროპოლიტმა, ანდრია
გვაზამ თავისი ქადაგება.
,,ვფიქრობ, რომ საჭიროა პირიქით, აკრძალვების და მკაცრი ზომების შემსუბუქება. რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს ძალიან გონივრულად. ჩვენ, მოქალაქეებმა, ხელი უნდა შევუწყოთ ხელისუფებას ამ ზომების დაცვაში იმიტომ, რომ ეს ეხება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს...'' - აღნიშნავს მიტროპოლიტი.
მან სცადა ეს თხოვნა შემდეგი არგუმენტებით გაემყარებინა:
,,რატომ მიმაჩნია, რომ არის საჭირო ამ ნორმების გადახედვა და შემსუბუქება: პირველი – ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ჩვენ მეორე წელია ვართ ამ ვითარებაში, ვხედავთ, რომ საზოგადოების წევრები უკვე შესამჩნევად არიან გაღიზიანებულები, თუნდაც ის ფაქტი, რამდენიმე დღის წინ რაც მოხდა – ტაქსის მძღოლმა თავისი მანქანა დაწვა. მეორე – ეკონომიკური მდგომარეობა არის რთული. თუ მიეცათ საქმიანობის განხორციელებისთვის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ეს შეამსუბუქებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მდგომარეობასაც. სახელმწიფოსაც მძიმე ტვირთად დააწვა ეს ვითარება, იგივე კომპენსაციები. მინდა აღვნიშნო, რომ კომპენსაციებზე გაცილებით მნიშვნელოვანია ადმიანებს მიეცეთ ნორმების დაცვით საქმიანობის შესაძლებლობა. მესამე – ახლა ჩვენ ვისმენთ, რომ ზოგიერთი კომპანიები და მათი ხელმძღვანელები აშინებენ ადამიანებს, რომ ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს, ვერ იმუშავებს ან ვერ შევა დაწესებულებაში.'' - განმარტავს ეპარქიის მართლმადიდებლური მრევლის წინამძღვარი.
რაც შეეხება მეოთხე საკითხს, მეუფე ანდრია იმედს სამედიცინო პერსონალზე ამყარებს, რომლებმაც კორონავირუსთან ბრძოლაში გამოცდილება მიიღეს.
,,მეოთხე საკითხი – პანდემიის ვითარებაში სამედიცინო პერსონალმა საკმაოდ კარგი გამოცდილება მიიღო და მათი პროფესიონალიზმი გაიზარდა. სამედიცინო პირებმა უკვე კარგად იციან, როგორ უნდა ებრძოლონ ამ ვირუსს, რა ზომები არის განსახორციელებელი. სამწუხაროდ, კიდევ არის გარდაცვალების ფაქტები, მაგრამ ღვთის წყალობით, ექიმების პროფესიონალიზმით და ამავე დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ზომებით, საკმაოდ დაბალი არის სიკვდილიანობა"

Æндæр æмæ æндæр
Популярон ногдзинæдтæ
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |