Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სხვადასხვა
ყვავილების ფესტივალი გორში და ფრანგი მოგზაურის უნიკალური ფოტოები
ფრანგი მოგზაური ჟაკ დიუპაკიე გორში იმ დროს ჩამოვიდა, როდესაც ქალაქში ყვავილების დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ. უნიკალური ფოტოები შემონახულია ფოტოგრაფის პირად არქივში.

იგი საქართველოში და, მათ შორის, გორში 1964 წელს იმყოფებოდა. იმ წელს ქალაქის აღმასკომმა მეტად საინტერესო დადგენილება მიიღო.

საქალაქო აღმასკომის დადგენილებით, 1964 წლიდან გორში ყვავილების გამოფენის ჩატარება დაიწყო. ამისათვის, ამავე დადგენილების მიხედვით, სადღესასწაულო დღეც შეირჩა. ფესტივალისთვის ივნისის ბოლო კვირა დღე შეირჩა.

აღმასკომის დადგენილების შესახებ ინფორმაცია გორის არქივის თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა მოიპოვა. მისი ცნობით, არსებობს კიდევ ერთი დადგენილება, რომელიც 1976 წლით თარიღდება.

,,1976 წლის აპრილში დამტკიცებული იქნა „ყვავილების საქალაქო გამოფენის დებულება“ გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საწარმო-დაწესებულებებს, სკოლებს, მებაღე-მოყვარულებს, ნორჩ ნატურალისტთა წრეებს, ინდივიდუალურ მეყვავილეებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქოთნის ყვავილები, ხალიჩოვანი ყვავილები, თაიგულები და სხვა. ახალი ჯიშის ყვავილების და დეკორატიული მცენარეების გამოყვანისათვის, ახალი სკვერების, ხეივნების და გაზონების მოწყობისათვის დაწესებული იყო დიპლომები და წამახალისებელი საჩუქრები." - აღნიშნავს ქეთევან მაჭარაშვილი.

იხ. ფრანგი მოგზაურის მიერ გადაღებული ფოტოები



1. გზა, რომელიც გორში დასავლეთ საქართველოს მხრიდან შემოდიოდა ტინისხიდის გავლით






ყვავილებით მორთული სტალინის სახლ-მუზეუმის ბაღი







გორის ძველი უბანი - ფოტოზე ჯერ არ ჩანს ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩების შეცვლილი იერსახე




ფოტო - გორის ციხიდან, სავარაუდოდ ამჟამინდელი მე-2 სკოლა და გოგებაშვილის ქუჩა









ფოტოზე - მდინარე ლიახვის სანაპირო




ფოტოზე - სტალინის სახლ-მუზეუმი და მის უკან ამჟამინდელი ნინოშვილის ქუჩისა და მისი მიმდებარედ არსებული ტერიტორია






ფოტოზე - გორი-თბილისის გზა



Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.