ცხინვალის მთავრობა ქალაქის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ქუჩებსა და სკვერებში უკონტროლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაშვების შემთვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმებს გამოიყენებს. ამის შესახებ განცხადებას დე-ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაცია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
ცხინვალის ხელისუფლების ოფიციალურ საიტზე ის ფოტოები გამოქვეყნდა, სადაც სკვერებსა და გაზონებში მოსიარულე შინაური ცხოველებია ასახული. ადმინისტრაცია მოსახლეობას ქალაქის იერსახეზე ზრუნვისკენ მოუწოდებს.
ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, სპეციალური კომისია შეიქმნება. რაკი პატრონის ვინაობის დასადგენად მილიციის ძალისხმევა უძლურია, საქონლის გადაყვანა სპეციალურ სადგომზე მოხდება.
პატრონის დადგენის შემთხვევაში კი მოქალაქე 500 რუბლით დაჯარიმდება. ამის შესახებ სპეციალური, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ კანონი ცხინვალის ხელისუფლებას 2014 წელს უკვე მიღებული აქვს.
გამყოფი ხაზის მიმდებარე ქართულ სოფლებში არ გამორიცხავენ, რომ ცხინვალში მომრავლებულ საქონელს ,,საზღვარი აქვს გადაკვეთილი". ამის უამრავი შემთხვევა მიმდინარე წლის ზაფხულში დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როდესაც რამდენიმე ათეული საქონელი ნაცნობებისა და ახლობლების დახმარებით, ან კიდევ ფულადი ჯარიმის გადახდის შემდეგ, ოსებს ქართველებისთვის დაუბრუნებიათ.
![]() |
Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад. |
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government. |








