Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
«« Абҵaрa 2025 »»
п в с ч п с в
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სხვადასხვა
როგორ შეიქმნა ,,კრიმინალური პოლიცია“
1810 წელს, როცა პარიზს დანაშაულთა ტალღა წალეკვით ემუქრებოდა, დადგა ,,სიურტეს“ დაბადების საათი და მასთან ერთად მისი დამაარსებლის - ეჟენი ფრანსუა ვიდოკის ბედიც გადაწყდა.

35 წლის ასაკამდე, ვიდოკი თავგადასავლებით აღსავსე, უწესო ცხოვრებას ეწეოდა. არასელი ხაბაზის შვილი - ვიდოკი იყო მსახიობი, ჯარისკაცი, მეზღვაური, თოჯინების ოსტატი, პატიმარი (სცემა ოფიცერი, რომელმაც მისი მეგობარი ქალი შეაცდინა). ციხიდან რამდენჯერმე გაიქცა: ერთხელ ჟანდარმის მოპარული ფორმით გაიპარა, მეორედ სატუსაღოს თვალშეუწვდენი კოშკურიდან გადაეშვა აქაფებულ მდინარეში.

მაგრამ ბედი არ წყალობდა: გაქცეულ პატიმარს უმალვე იჭერდნენ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს ვიდოკს კატორღა მიუსაჯეს. საპატიმროში მის გვერდით ისხდნენ იმ დროს ყველაზე საშიში დამნაშავეები.

1779 წელს ვიდოკი მესამედ გაიქცა ციხიდან. ათი წელიწადი პარიზში ცხოვრობდა - ტანსაცმლით ვაჭრობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ციხის მეგობრები აშინებდნენ და ემუქრებოდნენ - შენს წარსულს გავამჟღავნებთო. თავმობეზრებულმა ვიდოკმა მტკიცე გადაწყვეტილება მიიღო - პარიზის საპოლიციო პრეფექტურაში წავიდა და წინადადება მისცა მათ გამოეყენებინათ მისი ცოდნა, გამოცდილება და ძალ-ღონე დანაშაულთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ყოველივე ამისთვის ვიდოკი ითხოვდა ეპატიებინათ მისთვის შავბნელი წარსული.

1810 წელს, პარიზის პოლიციის პრეფექტმა ბარონა პასკიემ და პირველი განყოფილების შეფმა ჰენრიმ ქალაქში დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლა ვიდოკს დაავალეს. თავის რეზიდენციად ვიდოკმა წმინდა ანას ქუჩაზე საპოლიციო პრეფექტურის გვერდით ბნელი და უღიმღამო შენობა შეარჩია. თანამშრომლები მასთან ერთი პრინციპით მიდიოდნენ: ,,მარტო დამნაშავეს შეუძლია დანაშაულის აღკვეთა“.

ერთი წლის განმავლობაში, ვიდოკმა 12 თანამშრომლის დახმარებით, დაიჭირა 812 მკვლელი, ქურდი, მძარცველი და ყალთაბანდი. გაანადგურა მათი ბუნაგები.

სულ მალე ვიდოკის ორგანიზაციამ ,,სიურტეს“ (უსაფრთხოება) სახელი მიიღო. მიუხედავად მისადმი მტრული დამოკიდებულებისა, სწორედ ეს ორგანიზაცია გახდა საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის ჩანასახი.

ათასობით მისტიფიკაცია, მალულად შეღწევა დამნაშავეთა საცხოვრებელ რაიონებში, ცრუპატიმრობა, სიურტეს თანამშრომელთა ციხეებში ჩასმა, მათი მოჩვენებითი გაქცევები, ინსცენირებული სიკვდილიც კი დავალების შესრულების შემდეგ, ყოველივე ეს ვიდოკს ინფორმაციის დიდი ნაკადით უზრუნველყოფდა.

1833 წელს ვიდოკი სამსახურიდან გადადგა. ის 1857 წელს გარდაიცვალა და ჰქონდა კერძო სამძებრო ბიურო (ალბათ, მსოფლიოში პირველი), იყო შეძლებული კომერსანტი, მწერალი, დიდი ბალზაკის მეგობარი, რომლისთვისაც არაერთხელ შთაუგონებია მომავალი რომანების თემა.

წყარო: ი. ტორვალდი, ,,კრიმინალისტიკის ასი წელი“

Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.