რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
,,ფრანშიზა რეალური მოსავლიდან დაითვლება" - აგროდაზღვევის განახლებული პროგრამა

 

ფრანშიზა - ესაა სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი.

 

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამაში, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2014  წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და რომელიც გარკვეული პირობების გათვალისწინებით მთავრობის მიერ სუბსიდირებას მოიაზრებს, ცვლილებები შევიდა. სახელმწიფო სუბსიდირება წელს 60%-მდე განისაზღვრა. 

 

2015 წელს აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით განისაზღვრა.  მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პროგრამას წელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს.  

 

„მოგეხსენებათ, გასული წლის სექტემბერში დავიწყეთ აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც გათვლილი იყო ერთ წელიწადზე და მნიშვნელოვანი იყო შედეგის ანალიზის თვალსაზრისით. პოზიტიური შედეგი მივიღეთ, პრაქტიკულად, სამ თვეში. სწორედ ამიტომ, 2015 წლიდან, ჩვენ უკვე განახლებული მოდელით ვაგრძელებთ აგროდაზღვევის პროექტს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის არსებული შეთანხმების ფარგლებში დასრულდა კვლევის პირველი ეტაპი და BFC კონსალტინგისგან მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები საქართველოში აგროდაზღვევის მოდელთან დაკავშირებით.  ამ ეტაპზე გავითვალისწინეთ ყველა ობიექტური და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. განისაზღვრა ლიმიტები და ყველა ის პირობა, რომელიც აქამდე არ იყო სრულყოფილი. შესაბამისად, ჩვენ უკვე აგროდაზღვევის ახალი პროექტით შევუდგებით მუშაობას”, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.

 

2015 წლისთვის აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში ლიცენზირებულმა ექვსმა სადაზღვევო კომპანიამ - ჯიპიაი ჰოლდინგი, ალდაგი, აი სი ჯგუფი, ირაო, არდი, უნისონი - გამოთქვა.   

 

აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს  5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში არაუმეტეს 15 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით გათვალისწინებული მიწის ფართობის ოდენობის შეზღუდვა არ ვრცელდება რეგისტრირებულ კოოპერატივზე. აღნიშნული შეზღუდვით მოხდა სეგმენტის განსაზღვრა, პროგრამა ორიენტირებულია მცირე შემოსავლიანი ბენეფიციარების მოსავლის დასაზღვევად.

 

 

კომპანიები პოლისების გაცემას შეძლებენ მხოლოდ აგროვადების შესაბამისად. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  სუბსიდირებას განახორციელებს პოლისების შემოწმების შემდეგ.

 

2014 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში  გაცემულია 21 ათასზე მეტი პოლისი,  დაზღვეულია  150 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 34 სხვადასხვა კულტურა 19 ათას ჰა მიწის ფართობზე.

 

აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა 2015 წლის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.