რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მიწის კანონში შემავალი ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“, „სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში შემავალ ცვლილებებს ეხმიანება და მიიჩნევს, რომ სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, აუცილებელია ცვლილებების ინიციატორებმა, ეკონომიკის სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ, კიდევ ერთხელ კარგად გააანალიზონ ის რისკები, რაც აღნიშნულ ცვლილებებს თან ახლავს, შესაბამისად მიიღონ იმგვარი გადაწყვეტილება, რაც პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს გაითვალისწინებს.  

 

კანონპროექტის მიხედვით, უცხოელს საქართველოში მიწის შეძენა შეუძლია, თუ ის საქართველოშია რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს. ასევე მიწის შეძენა შეუძლია უცხოელს, თუ ის აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს


  • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით;
  • სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი;
  • გააჩნია უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვა;
 

როგორც შოთა გულბანმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მოცემულ ეტაპზე, არსებობს სხვა უფრო პრიორიტეტული მიმართულებები, რაც სასწრაფოდ მოსაწესრიგებელია, ისეთები როგორიცაა მიწის სრულყოფილი რეგისტრაცია, სასოფლო სამეურნეო სავარგულების აღრიცხვა, მიწის კოდექსის შედგენა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს და არა მიწების უცხოელთათვის შეუზღუდავად გასხვისება. 

 

„მიწის შესახებ კანონში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული უცხოელთათვის ის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, უცხოელის მიერ მიწის შეძენისას, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული იმ კონკრეტული რეგიონის მაცხოვრებელთა ინტერესები, სადაც ხდება მიწის შესყიდვა, ანუ დასაქმდებიან ადგილობრივები და იქ ნაწარმოები პროდუქცია საქართველოს ინტერესებს მოხმარდება. მნიშვნელოვანია, კანონშემოქმედებმა გაათვითცნობიერონ, რომ მიწა არის ერის საარსებო წყარო, რომელიც რაოდენობაში შეზღუდულია და მას ჭირდება გაფრთხილება პირველ რიგში სწორი საკანონმდებლო რეჟიმის შემუშავებით, როგორც ეს ხდება თვით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ხოლო მისი შეუზღუდავად გასხვისება ვერ იქნება ინვესტორების დაინტერესების ერთადერთი მოტივი, რაზეც ხშირად აპელირებენ. აქვე გასაკვირია, იმ ფონზე, როცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს მთავრობა და შესაბამისად მოსახლეობაც, რატომ არ ხდება მიწაზე ევროპული კანონმდებლობის კონვერგენცია, სადაც მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ რა შემთხვევაში შეუძლია უცხოელს მიწის შეძენა, აქ საუბარი არ არის სრულ აკრძალვაზე, თუმცა ის რეგულაციები, რაც ევროპულ კანონმდებლობაში დევს, საქართველოსთვისაც მისაღები უნდა იყოს“– განაცხადა „აფბა“–ს ვიცე პრეზიდენტმა. 

 

მას ევროკავშირის წევრი ქვეეყნების მაგალითებიც მოყავს, თუ როგორ რეგულირდება საზღვარგარეთ მიწის უცხოელებზე მიყიდვა, მაგალითად: 

 

ავსტრიაში მიწას ვერ შეიძენთ, თუ არ გაქვთ დასაბუთებული კონკრეტული რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური და კულტურული შედეგები, ასევე უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად უნდა იმყოფებოდეს და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახებოდეს.

 

დანიაში თუ მიწის შეძენა გსურთ, უნდა იყოთ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქე და/ან იურიდიული პირი და უნდა მუშაობდეთ ან საქმიანობდეთ დანიაში; ან თუ ხართ არაევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე და უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში დარეგისტრირებული ხართ  დანიაში, როგორც მუდმივი რეზიდენტები, ასევე გაქვთ მოპოვებული შესაბამისი ნებართვა დანიის იუსტიციის სამინისტროსგან.

 

ლატვიის მიწის პრივატიზების კანონმდებლობის შესაბამისად ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს მიწა და ტყე არ შეუძლიათ შეიძინონ.

 

რუმინეთის მოქალაქეობის არმქონე პირებს, უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუმინეთში მიწის შეძენა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აუცილებლად ნაცვალგების პრინციპით შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ რუმინეთშიც უცხოელის მიერ მიწის და მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შესაძლებელია ქვეყნებს შორის შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და ისიც მხოლოდ იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანაც რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს.

 

„აღნიშნული მცირე ჩამონათვალია იმ ევროპული ქვეყნებისა, სადაც მიწის გასხვისებაზე მკაცრი რეგულაციებია დაწესებული. „აფბა“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ მოსახლეობის ფართო ფენების ინტერესები და ისე მიიღონ სტრატეგიული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები. მთავრობა სწორად მოიქცა, როცა ცვლილებების პროექტი მოამზადა, მაგრამ ვფიქრობთ, ჯერ კიდევ არ არის გვიან, ამ ცვლილების პროექტში შეტანილ იქნას გარკვეული კორექტივები, გამომდინარე საქართველოს ხალხის და სახლმწიფოს ინტერესებიდან, მითუმეტეს, რომ დღევანდელ მთავრობას აქვს პრეტენზია, გამოხატავდეს ხალხის ნებას, რათა კანონი მომავალში არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და არ დარჩეს საჭირო მისი შეცვლა ან შესწორება“ – აცხადებს შოთა გულბანი.

 

ახალ კანონს ორგანიზაცია ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრიც" ეხმაურება:

 

,,მოცემული სიახლე უზრუნველყოფს მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვების პროცედურის გამარტივებას. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დადებითია იმ თვალსაზრისით, ვინაიდან აღნიშნული ცვლილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი თავისუფალ ეკონომიკაზე გადასვლასა და კაპიტალისტური სისტემის ჩამოყალიბების მცდელობას. სამეურნეო მიწის ნაკვეთი აგრარული სიტემის ქვეყნებისათვის მართლაც დასაფასებელი სიმდიდრეა, შესაბამისად საჭიროა მისი რეგულირება არც მეტად მკაცრად და არც ზედმეტად ლოიალურად. აღნიშნული კანონპროექტით გაფართოვდა იმ პირთა წრე რომელთაც შეუძლიათ მიწის ნაკვეთის შეძენა, ეს კანონის მოთხოვნათა შემსუბუქებაა და სწორი სვლაცაა ქვეყნის ეკონომიკის მომავალი განვითარებისათვის, ამასთანავე, აღნიშნული პროექტის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისას ნოტარიუსის ვალდებულებად იქცევა უცხოელის იმ დოკუმენტაციის შემოწმება, რაც ადასტურებს მის უფლებამოსილებას-შეიძინოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ამ რეგულაციის შემოღება თავისთავად არის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში და სანოტარო მოქმედებათა განხორციელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოცემულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის საფუძველი. ორგანიზაცია დადებითად აფასებს ამ რეგულირებას, ვინაიდან ნოტარიუსის სავალდებულო ჩართულობა აღნიშნულ საკითხში მეტი ნდობისა და სამართლებრივად გამართული სამართალ ურთიერთობის საწინდარია. რაც თავისთავად შეამცირებს აღნიშნული ხელშეკრულებების შესაძლო უარყოფით შედეგებს, როგორც სახელმწიფოს, ისე უცხოელისათვის."

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.