რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
,,ოჩერედები" და ,,კანაოკაპაწელები" წყალზე - ჩანაწერი ოფიციალურ დოკუმენტში

 

,,გორის რაიონის 45 სოფელში, რომელიც ტირიფონის მაგისტრალური არხიდან ირწყვება, 2015 წელს სარწყავი არხების წმენდა-მოწესრიგების სამუშაოები განხორციელდება, როგორც ექსკავატორების, ასევე ,,კანაოკაპაწელების" (ხაზგასმა - რედ.) მეშვეობით" - წერია დოკუმენტის პირველი გვერდის ბოლო წინადადებაში. ტირიფონის სისტემური სამმართველო სამელიორაციო კომპანიის განკარგულებაშია. სამელიორაციო კომპანია კი, - სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს გორის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელსაც მამუკა ლომსაძე ჰქვია. 

 

ტირიფონის სამმართველოს ხელმძღვანელის მამუკა ლომსაძის ინფორმაციით, 2015 წელს დაახლოებით 6 ათასი ჰა-ის გასარწყავება იგეგმება. 2014 წელს გასარწყავდა 5 ათასი ჰა-ი. ,,ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყალუზრუნველყოფილმა ფართობებმა, 2012 წელთან შედარებით, 3-ჯერ მოიმატა" - აღნიშნულია ანგარიშში.

 

,,2015 წლიდან აშენდება 10 სატუმბი სადგური, გორის რაიონის სოფლებში: მერეთი, გუგუტიანთკარი, ზარდიანთკარი, კოშკა, აძვი, ახალუბანი, კირბალი, ბერშუეთი 1 და ბერშუეთი 2, ასევე დაგეგმილია ატენის ხეობაში ჯებირის და ფურნის სატუმბი სადგურის მშენებლობა.

 

რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ერგნეთის სატუმბ სადგურს, გარემონტდება ხურვალეთის სატუმბი სადგური და სადაწნეო მილსადენი, რომლის საშუალებით ნაწილობრივ შეივსება ნადარბაზევის ტბა. მიმდინარეობს მერეთი-კარბის თვითდინებით არხის წმენდა-მოწესრიგების სამუშაოები; მიმდინარეობს ტირიფონის მაგისტრალური არხის ძველი კალაპოტის წმენდა მეჯვრისხევი-წინაგარას მონაკვეთზე; მიმდინარეობს სოფელ ფლავში ტირიფონის მაგისტრალური არხის ფილტრაციის მონაკვეთზე 1300 მეტრი არხის მოპირკეთება რკინა ბეტონით.

 

რაც შეეხება ,,ოჩერედებს", ეს პრობლემა ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით შემდეგ სოფლებს: კირბალი, ზერტი, კვარხეთი, ხელთუბანი, ბერშუეთი, ზემო და ქვემო სობისი, ზეღდულეთსა და ახალსოფელში დადგება. ,,ეს იმის გამო, რომ მაგისტრალური არხის სათავე ნაგებობები, ასევე არხის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი" - წერია ანგარიშში.

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს სხდომაზე, მხოლოდ, ტირიფონის სისტემური სამმართველოს უფროსი ესწრებოდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, დოკუმენტს, საკრებულოს სხდომამდე სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური წარმომადგენლობა ეცნობა.

 

p.s. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის კიდევ ერთი რაიონული ხელმძღვანელი მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. კერძოდ, ქარელის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ბარბაქაზე სოფლის წარმომადგენლებს უხსნიდა, რომ ევროპაში დაზღვეულ ფერმერს სეტყვის მოსვლა უხარია. იხ. აქ:


მთავარ ფოტოზე: მამუკა ლომსაძე (სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი შიდა ქართლში), რომელსაც ტირიფონის სისტემური სამმართველოს უფროსის მამუკა ლომსაძის ინფორმაცია საკრებულოს სხდომამდე ეცნობება.


იხ. დოკუმენტი


 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.