რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა
ქვიშხეთში 2-წლიანი გაჭიანურებული პროცესის შემდეგ დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ გახსნილა

„შენობის რეაბილიტაცია დასრულდა, გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტიც. მუზეუმში უკვე განთავსებულია ექსპონატებიც და უახლოეს მომავალში საზოგადიო მოღვაწის სახლ-მუზეუმს გავხსნით“- უთხრა Qartli.ge-ს ხაშურის მერიის პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო სუხიაშვილმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშხეთში მდებარე სალხ-მუზეუმის რეაბილიტაცია 2017 წელს დაიწყო და 12 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტში განაცხადეს კომპანია „ამხანაგობა-მშენებელი“, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა და შენობის რეაბილიტაცია არასწორად ხდებოდა. ამის გამო ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2018 წელს სამუშაოები შეაჩერა და საზოგადო მოღვაწის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაზე ტენდერი თავიდან გამოაცხადა.

შენობის რეაბილიტაციისთვის 800 000 ლარი დაიხარჯა, თანხა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

ნაგებობა, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლებით თარიღდება, თავდაპირველად დიმიტრი ყიფიანის სააგარაკო სახლს წარმოადგენდა, სადაც ის სტავროპოლში გადასახლებამდე ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ აქ დიმიტრის უმცროსი ვაჟი, კონსტანტინე ყიფიანი თავის მეუღლესთან, ნინოსთან ერთად დარჩა. 1921 წელს კონსტანტინე ყიფიანიც გარდაიცვალა, ხოლო ნინო კი ამ სახლში 1937 წლამდე ცხოვრობდა. კომუნისტური რეჟიმის დროს აქ ჯერ სკოლა, შემდეგ კი ბაღი გაიხსნა. საბოლოოდ 1923 წელს, სახლის წათმევის საშიოშროების გამო, ნინო ყიფიანმა შენობა მწერალთა კავშირს გადასცა.

დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი 1990 წელს დაარსდა. აქ მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დოკუმენტური მასალა, გამოცემები, ხელნაწერები, წერილები, ფოტოები, აგრეთვე ყოფის ამსახველი და ეთნოგრაფიული ნივთები ინახება.

ნაგებობა, მწერალთა კავშირისთვის გადაცემის შემდეგ, ძლიერ შეიცვალა. გადაკეთდა როგორც ფასადები ასევე ინტერიერი. პირველი სართული საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. აქ იყო 4 ოთახი ბუხრებით. ამავე ოთახებში, კედლებში მოთავსებულია განჯინები. ამ სართულზეა სალოცავი ე. წ. განმარტოების ოთახი. რაც შეეხება მეორე სართულს, აქ სასტუმრო ოთახები იყო განთავსებული, ასევე სავარაუდოდ დიმიტრის კაბინეტიც.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.