რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური საქმის გასარჩევად გორის გამგეობის წინ დაიბარეს
სამოქალაქო აქტივისტი ვახო ფიცხელაური საქმის გასარჩევად გორის გამგეობის შენობასთან დაიბარეს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა თავად გაავრცელა. ვახო ფიცხელაური ერთხელ უკვე გახდა თავდასხმის ობიექტი.

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც აცხადებდა პრეტენზიას, თუ რატომ გამოაქვეყნა ვახო ფიცხელაურმა მისი ფოტო.

ეს პიროვნება, ვინც ვახო ფიცხელაურს დაუკავშირდა ტელეფონით, საქართველოს ჩემპიონი აღმოჩნდა თავისუფალ ჭიდაობაში.

ვახო ფიცხელაურმა სპორტსმენს განუმარტა, რომ მას გაზიარებული აქვს არა თუ მისი, არამედ იმ პოლიციელის ფოტო, რომელსაც პატიმრის მშობლის დაცინვაში სდებდნენ ბრალს.

სატელეფონო დიალოგი ასე წარიმართა:

სპორტსმენი: - ,,საით ხარ... რაღაც ჩემი ფოტო დაგიდია კომენტარებში, სად ხარ. ჩამო გამგეობასთან''

ვახო ფიცხელაური - ,,მე გავაზიარე იმ პოლიციელის ფოტო, ვინც პატიმრის დედას დასცინის.''

სპორტსმენიი: - ,,თუ ჩემი მეგობარი დასცინის, დაგედო იმის ფოტო, ჩემი ფოტო რატომ დადე? ჩამო გამგეობასთან''

ვახო ფიცხელაური: - ,,გამგეობასთან რა მინდა, მაგ რუსების ბუდესთან. წმინდაწყალზე ვარ, საშაურმეებთან''

სპორტსმენი: ,,კარგი, მაშინ მანდ მოვალ''

როგორც შემდეგ ვახო ფიცხელაურმა დაწერა, მისთვის უცხო პიროვნება არ შეხვედრია. ხოლო რეაგირებისთვის შს სამინისტროს მიმართა.

რაც შეეხება გაზიარებულ ფოტოს, ფოტო გამოქვეყნდა ჯგუფ ,,დაიტოვეში''. ფოტოზე გამოსახულია სამი პოლიციელი, მათ შორის, აღმოჩნდა გორელი პოლიციელიც.

ფოტო იმ დროს გადაიღეს, როდესაც თბილისში მოსამართლეთა კონფერენცია იმართებოდა, ხოლო პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ.

თუ რა მოხდა მოსამართლეთა შეკრების წინ გამართულ აქციაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ დაწერა:

"ერთერთი სინდისის პატიმრის დედა ეუბნება პოლიციელებს, ჩემი ერთი შვილი ომში მომიკლეს, მიწაში ჩავაწვინე, თქვენ რომ აქ მშვიდად დამდგარიყავით და მეორე ციხეში მიზის თქვენი უკეთესი მომავლისთვისო.'' - როგორც პოსტის ავტორი ამტკიცებს, პოლიციელებმა სწორედ ამ სიტყვების გამო გაიცინეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.