რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ინოვაციური მეთოდი გორის ჰოსპიტალში COVID 19-ს წინააღმდეგ - ინტერვიუ ჯგუფის ხელმძღვანელთან
ოდესაც გორის ჰოსპიტალში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე იმყოფებოდა, შეხვედრის შემდეგ, მან ჟურნალისტებს კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. აღნიშნული ჯგუფი ჰოსპიტალში COVID 19
-ით დაინფიცირებულ პაციენტებს ინოვაციური მეთოდით მკურნალობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მართვის ჯგუფი გორის ჰოსპიტლის თერაპიული მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის საპატიო დოქტორმა ნინო ჭუმბურიძემ ჩამოაყალიბა.

Qartli.ge გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ნინო ჭუმბურიძესთან.

- ქალბატონო ნინო, მოგესალმებით, როგორც ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გორის ჰოსპიტალში არსებულ მეთოდზე ისაუბრა, რომელიც COVID 19-ის წინააღმდეგ თქვენი მეშვეობით გამოიყენება. საუბარია კომორბიდულ დაავადებებათა მართვაზე. რას ნიშნავს ეს დაავადებები და რა მართვაზე საუბრობდა ბატონი თენგიზი?

- მოგესალმებით, პირველ რიგში ბატონ თენგიზ ცერცვაძეს მთელი კოლექტივისა და ხელმძღვანელობის სახელით, კიდევ ერთხელ ვუხდი უღრმეს მადლობას სამხედრო ჰოსპიტალში სტუმრობისათვის.

მოგეხსენებათ, რომ ბატონი თენგიზი ჩვენს ქვეყანაში covid-19-ის კლინიკური მართვის ჯგუფს ხელმძღვანელობს და მას ყოველდღიურად (ზოგჯერ დღეში რამოდენიმეჯერაც) მუდმივი კავშირი აქვს რესპუბლიკის მაშტაბით ჩართულ თითოეულ ცხელებისა და covid-19-ის მიმღებ ცენტრებთან. მიუხედავად ასეთი დატვირთული გრაფიკისა, მან გაითვალისწინა კოლექტივის უდიდესი სურვილი პირადად შეხვედრის შესახებ, რაც განპირობებული იყო, რამოდენიმე კლინიკური შემთხვევის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის უკვე არსებული და ახალი მიდგომების შესახებ ჯანსაღი დისკუსიის სურვილით. როგორც თავად ბატონმა თენგიზმა აღნიშნა, სხვა covid-19-ის ცენტრების (ქუთაისი, საჩხერე, თბილისი) მონახულებასაც გეგმავს უახლოეს პერიოდში.

1. კომორბიდული დაავადება, ნიშნავს პაციენტის იმ ქრონიკულ დაავადებას, ან დაავადებებს, რომლის ან რომელთა მიმდინარეობაც შესაძლოა გართულდეს covid-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, ან თავად ამ დიაგნოზმა დაამძიმოს covid-19 და ამ პროცესმა თავისთავად უარყოფითი გავლენა იქონიოს როგორც პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესზე, ასევე მის სიცოცხლეზეც კი.

მოგეხსენებათ, რომ ეს სრულიად ახალი, ჯერ კიდევ ჰიპოთეზურ დონეზე შესწავლილი ვირუსია თავისი ბუნებით და მოქმედების მექანიზმით. „ჯანმომ“ (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია) covid-19-ის თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, სიმსუქნე.. ლეტალობის მხრივ რისკ-ფაქტორებად ოფიციალურად გამოაცხადა. (სხვათა შორის მინდა აღვნიშნო, რომ ოფიციალურ განცხადებამდე 1 თვით ადრე, სიმსუქნე, ჩვენი ჰოსპიტლის შიდა გზამკვლევში, ე.წ „გაიდლაინში“ უკვე შეტანილი გვქონდა) ჩვენ კიდევ უფრო გავშალეთ შესაძლო რისკ-ფაქტორების ჩამონათვალი. კერძოდ მხედვცელობაში მივიღეთ შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის მომიჯნავე პათოლოგიები:

ა) ნახშირწყლებისადმი ტოლერანტულობის დარღვევა,
ბ) მეტაბოლიური სინდრომი,
გ) პრედიაბეტი

ყველა ის დაავადება რომელიც არტერიულ ჰიპერტენზიას იწვევს (ჰიპოფიზი, ფარისებრი, კუჭქვეშა, თირკმლისზედა ჯირკვლების დაავადებები). ყურადღება გავამახვილეთ სასუნთქი სისტემის ქრონიკულ დაავადებებზე (ფილტვის ქრონიკული, ობსტროქციული დაავადება-ფქოდი, ბრონქული ასთმა, ტუბერკულოზი..) ასევე ფარული ან მანიფესტირებული სისხლდენით ან მის გარეშე მიმდინარე გასტრო-ინტესტინალურ პათოლოგიებზე (გასტრო დუოდენიტი, წყლულოვანი დაავადებები და სხვა). ასევე ამა თუ იმ ორგანოს ან სისტემის ონკოლოგიებზე, კანისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის როგორც ინფექციურ, ასევე ზოგადად ავტოიმუნურ დაავადებებზე, რომლებიც როგორც თავისი მიმდინარეობით, ესევე მკურნალობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლოა იმუნოსუპრესიის მიზეზი გახდეს.

მხედველობაში მივიღეთ ჩინელი სპეციალისტების მიერ აუტოფრიის შედეგად მიღებული შედეგები, რომლის თანახმადაც როგორც მიოკარდიოციტერბში, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ქსოვილებში ფიქსირდებოდა მიკრო და მაკრო თრომბების არსებობა, რაც აღნიშნული ორგანოების უკმარისობის მიზეზი ხდებოდა.ვირუსის კოაგულოპათიური მოქმედება, ასევე რისკ ჯგუფში შემავალი დაავადებები თავის მხრივ იწვევენ მიკრო და მაკრო ანგიოპათიებს, რაც იშემიური, ჰემორაგიული ინსულტების განვითარების მაღალი რისკია. ამავდროულად პაციენტთა გარკვეულ ნაწილს სხვა ტიპის ნევროლოგიური ჩივილებიც ახასიათებთ (თავბრუსხვევა, კოორდინაციის დარღვევა, მიალგიები...)

დღეისათვის დადასტურებულია ვირუსის უნარი, შებოჭოს რკინის ატომი ჰემოგლობინის მოლეკულაში, რკინის გარეშე დარჩენილი ცილოვანი სტრუქტურა - გლობინი კარგავს ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარს, მიუხედავად იმისა რომ ეს პროცესი განვითარების მექანიზმით მკვეთრად განსხვავდება COO-თი ინტოქსიკაციის მექანიზმიდან, შედეგობრივად ეს ორი პროცესი ერთმანეთის მსგავსია; ორივე შემთხვევაში ვითარდება ჰემიური ჰიპოქსია ჟანგბადის ტრანსპორტირების დაკარგვის გამო. ე.წ „ჩუმი ჰიპოქსია“ ერთერთი ყველაზე ყურადსაღები და ადრეულად სადიაგნოსტიკო სიმპტომია, რომელიც დიაგნოზის დამძიმებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

- როდის დაიწყო ამ მეთოდების გამოყენება, ვინ არიან ჩართულები და რატომ გადაწყვიტეთ მისი გამოყენება?

- რომ შევაჯამო, ვირუსის ტოქსიური ზემოქმედების აგრეთვე მემკვიდრული განწყობის, მავნე ჩვევების, შესაძლო თანდართული ქრონიკული დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კანის ძვალ-სახსროვანი, ონკო და აუტოიმუნური დაავადებების) გათვალისწინებით, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით შევქმენით კომორბიდულ დაავადებათა მართვის კლინიკური ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან: თერაპევტები, კარდიოლოგები, ენდოკრინოლოგები, ტოქსიკოლოგი, ჰემატოლოგი, ეპიდემიოლოგი, ნევროლოგი. ვინაიდან ვირუსის სპეციფიკიდან გამომდინარე, პაციენტების მკურნალობა, მათთვის მანამდე უჩვეულო (იზოლირებულ) გარემოში ხდება, რაც ბევრი მათგანის ფსიქოლოგიურ დაძაბულობას ქმნის, ჯგუფში ფსიქოლოგიც შევიყვანეთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენს სახელმწიფო გაიდ-ლაინს, ჩვენი შიდა ჰოსპიტალური გზამკვლევიც დავუმატეთ, რაც კომორბიდული დაავადებების ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალური კვლევების დამატებას და მათ მართვას გულისხმობს სამკურნალო კვებასთან ერთად. (შესაბამისი რაციონით და კალორაჟით) მულტიპროფილური ჯგუფის მიზანი ძირითადი დაავადების (covid-19-ის) მიმდინარეობის დამძიმების პრევენცია და პაციენტთა დროული გამოჯანმრთელებაა. ასევე ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი ჩვენი კოლეგების (ინფექციონისტები, რეანიმატოლოგები) თავდაუზოგავ შრომაში შეხიდება და მათი ძირითადი საქმის ჯერ კიდევ ჰიპოთეზურ დონეზე შესწავლილ ვირუსთან ბრძოლის შემსუბუქებას წარმოადგენს.

- ამ პერიოდის განმავლობაში, დაკვირვების შემდეგ, შესაძლებელი გახდა თუ არა რაიმე დასკვნის გაკეთება? ძირითადად რომელი თანმდევი დაავადებებისთვისაა ყველაზე მეტად საშიში COVID 19?

- ჩვენი არასრული 2 თვის დაკვირვებით, ყველაზე მეტად საყურადღებოა სიმსუქნე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, თანდართული ბაქტერიული ინფექციები.

- მსგავსი მეთოდის გამოყენების რაიმე გამოცდილება თუ არსებობს საქართველოში ან საზღვარგეთ? თუ ყოფილა დაინტერესება სხვა კლინიკების მხრიდან.

- რამდენადაც ვიცი არა, covid-19 ყოველდღიურად იმდენად გაუთვალისწინებელ, არაპროგნოზირებად გამოწვევებს სთავაზობს მსოფლიო და ქართველ მედიკოსებს, რომ გასაკვირი არაა, ძირითადი აქცენტები ინფექციის დროულ ლიკვიდაციაზე და რეანიმაციულ ღონისძიებებზე რომ კეთდება. ჩვენმა ჯგუფმა უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების შემდგომი მონიტორინგის გეგმაც შეიმუშავა. სამხედრო ჰოსპიტალს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან. ვგეგმავთ გამოჯანმრთელებული პაციენტების შესაბამის ვადებში სამიზნე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურ კვლევებს ბოდიპლეტიზმოგრაფიის ჩათვლით და საჭიროების შემთხვევაში ფილტვის სარეაბილიტაციო პროგრამაში ამ პაციენტების ჩართვას.

ჩემთვის უაღრესად სასიამოვნო იყო, მთელს მსოფლიოში აღიარებული, მედიცინის კლასიკად ქცეული, ჩემი უფროსი კოლეგებისა და პედაგოგების: ბატონი თენგიზ ცერცვაძის; შაქრიანი დიაბეტის ასოციაციის პრეზიდენტის, პროფესორ რამაზ ყურაშვილის; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დირექტორის, მედიცინის დოქტორის პროფესორი ზაზა ავალიანის; მედიცინის დოქტორის გოგი მაღალაშვილის; მედიცინის დოქტორის, ჰემატოლოგ მაგდა ბეთანელის; ცნობილი ნევროლოგ-ეპიდეპტოლოგის, პროფესორ რუსუდან ნიკოლაიშვილის გამოხმაურება და კომორბიდულ დაავადებათა მართვის კლინიკური ჯგუფის აუცილებლობის საკითხის დადებითი შეფასება.

რევმატოლოგიის ინსტიტუტმა ასევე გამოთქვა დაინტერესება covid-19-თან თანმხვედრი რევმატოლოგიური დაავადებების არსებობის შემთხვევაში დაფიქსირების და შემდგომი კვლევებისათვის მათთან თანამშრომლობის შესახებ. ეს საკითხი ძალიან საინტერესოა, ვინაიდან მთელი რიგი რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ „პლაქველინი“ ხანგრძლივად და წარმატებით გამოიყენება.

ცალკე მინდა აღვნიშნო ქალბატონ მაგდა ბეთანელის ინიციატივა და უანგარო შრომა ჩვენი ჰოსპიტალის ჰემატოლოგ -მაია ელბაქიძესთან ერთად, პაციენტთა კოაგულოპათიებისა და ჰომეოსტაბის ნორმალიზირების საქმეში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი მულტიდისციპლინარული მიდგომა ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე მხოლოდ ინფექციის და ამ ინფექციით გამოწვეული გართულებების იზოლირებული მკურნალობა.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქართველოში დღეს უკვე დაფიქსირდა ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტში covid-19-ით დაინფიცირების ორი შემთხვევა იმდენად, რამდენადაც ანტი- ტუბერკოლოზური პირველი და მეორე რიგის პრეპარატები იწვევენ Q-T ინტერვალის გახანგრძლივებას, რასაც თავის მხრივ აგრეთვე იწვევს „პლაქველინი“-ც. ეს ფაქტი თავისთავად ცხადყოფს არამარტო მულტიპროფილური ჯგუფის აუცილებლობას, არამედ ცალკეული შემთხვევებისთვის ახალი გზამკვლევის (გაიდ-ლაინების) შემუშავების აუცილებლობასაც. უახლესი ინფორმაციით, (ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით) შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო გარკვეული ჯგუფის პრეპარატებმა ხანდაზმულ პაციენტებში მნიშვნელოვნად შეამცირეს გულის, თირკმლის უკმარისობით გამოწვეული ლეტალობის რისკი. ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მოწმობს გუნდური მუშაობის ეფექტურობაზე covid-19-ის წინააღმდეგ.

- თუ შეგიძლიათ რომელიმე პაციენტის მაგალითზე აგვიღწეროთ მის ორგანიზმში COVID 19-ის განვითარების ეტაპი.

- პაციენტი ქალი, 59 წლის.. covid-19 ორმხრივი პნევმონიით. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, კარდიო ვასკულარული გართულებებით, გულის უკმარისობა მე-2 ხარისხის. არტერიული ჰიპერტენზიით. (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი). კომპლექსურ მკურნალობაში, ინფექციონისტებთან ერთად ჩაერთო კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი, ჰემატოლოგი. ერთობლივი ძალისხმევით მიღწეულ იქნა როგორც ინფექციის დამარცხება, ასევე კომორბიდული დაავადებების მხრიდან გართულების თავიდან აცილება.

- ასევე ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა დავაფიქსირეთ ჩვენთან ჰოსპიტალში, რაზეც მსურს მოგახსენოთ. covid-19 დაინფიცირებულ 3 პაციენტს აღენიშნა კანზე წვრილი, მოწითალო ფერის გამონაყარი, გადავწყვიტეთ მიგვემართა ღრმა კვლევებისათვის და ამ სამი პაციენტიდან ერთს, წითურას ანტისხეულები M ნორმაზე 2-ჯერ მეტი დაუფიქსირდა.ეს მეტად საინტერესო ფაქტია და შემდგომ კვლევებს საჭიროებს. დაგეგმილი გვაქვს ამ კლინიკური შემთხვევის სიღრმისეული გავლა ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან. ასე რომ covid-19 ყოველდღიურად ახალ-ახალ გამოწვევებს გვთავაზობს და მხოლოდ ერთობლივი, გუნდური ძალისხმევით მივაღწევთ საბოლოო წარმატებას, რაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული.

- გმადლობთ, გისურვებთ წარმატებას!

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.