რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კომპანიას, სადაც პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული მუშაობდა, არც ერთი მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული
მოკლული პოლიციელის, დავით სვიანაძის მეზობლების განცხადებით, თურქეთის მოქალაქე, რომელიც შსს-მ პოლიციელის მკვლელობისთვის დააკავა, გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ცეხში მუშაობდა.

,,ჯეო სოლუშენკომპანი" - ასე ჰქვია საწარმოს, რომელსაც თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი, სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი.

აღნიშნული კომპანია შსს-ს სახელმწიფო შესყიდვებში 2018 წლიდან ჩანს. თუმცა ტენდერი 2019 წელს მოიგო. ამჟამად, არც ერთი მიმდინარე ტენდერი აქვს მოგებული. იგივე დაგვიდასტურა კომპანიის წარმომადგენელმა.

,,შესყიდვებში ნახავთ, რომ ამჟამად არც ერთი ტენდერი გვაქვს მიმდინარე, თუმცა, ადრე გვქონდა ტენდერი. რაც შეეხება ბრალდებულს, ამჟამად, ამ საკითხზე ვერაფერს გეტყვით" - გვითხრეს კომპანიაში.

2018 წელს შს სამინისტრომ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო 2019 წელს კომპანიამ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრების ნაკრების დასაკომპლექტებლად, მუყაოს ყუთები დაამზადა. 

44-წლის დავით სვიანაძე წუხელ გვიან ღამით საკუთარ სახლში მოკლეს.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
გორის მერიამ 3 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულისთვის,
მუსიკალური შემსრულებლების ჰონორარად ბიუჯეტიდან 18 000 ლარი
გაითვალისწინა.
გორის მერიამ 3 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულისთვის, მუსიკალური შემსრულებლების ჰონორარად ბიუჯეტიდან 18 000 ლარი გაითვალისწინა.
11:05 / 27.09.2026
„ხაშურობის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საპატიო
მოქალაქის წოდება რამდენიმე პირს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ყოფილ
მაღალჩინოსნებს მიენიჭათ. დღესასწაული დასკვნითი კონცერტით დაიხურა.
„ხაშურობის“ სადღესასწაულო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება რამდენიმე პირს, მათ შორის ძალოვანი უწყებების ყოფილ მაღალჩინოსნებს მიენიჭათ. დღესასწაული დასკვნითი კონცერტით დაიხურა.
21:20 / 26.09.2026
ხაშურში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხაშურობა“ იწყება.
ღონისძიებისთვის, რომლის ორგანიზებაც ინდმეწარმეს აწარმოებს, 93 000
ლარია გამოყოფილი, დღესასწაული კი რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტით
დასრულდება.
ხაშურში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ხაშურობა“ იწყება. ღონისძიებისთვის, რომლის ორგანიზებაც ინდმეწარმეს აწარმოებს, 93 000 ლარია გამოყოფილი, დღესასწაული კი რეპერ ზაზა ნოზაძის კონცერტით დასრულდება.
16:51 / 26.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.