რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
უწყლობა ქვემო ჩოჩეთში - ფერისცვალებიდან ფერისცვალობამდე
სოფელ კავთისხევში ქვემო ჩოჩეთი ის უბანია, სადაც გასულ წელს კასპის მერმა, მანუჩარ მერებაშვილმა სასმელი წყალი ,,ფერისცვალების" შემდეგ უწინასწარმეტყველა. ფერისცვალების დღესასწაული კვლავ მოდის, თუმცა ქვემო ჩოჩეთში სასმელი წყალი კვლავ პრობლემაა.

სოფელს კი 600 ტონიანი სასმელი წყლის ავზი აქვს. ამ ავზს 3 ადამიანი ემსახურება, რომლებიც ვალდებულნი არიან წყალი კავთისხევის უბნებს შორის, სამართლიანად გაანაწილონ. ერთ-ერთი მათგანი ლაშა წიკლაურია, მის შესახებ ქვემო ჩოჩეთში მცხოვრები ქეთევან ქსოვრელი ამბობს:

,,ჩემს უბანს ვინც ურეგულირებს წყალს, ძალიან თავნებობს და აგერ მე-12 დღეა, ალბათ ამერია მგონი სათვალავი, არ უშვებს წყალს. სოფლის ხელმძღვანელობა რატომღაც ვერაფერს ხდება და გვეუბნება, რაც გინდათ ის გუკეთეთო. მგონი ეს ხელისუფლების პასუხი არ უნდა იყოს. რატომ ვერ უმკლავდება გამგებელი ამ ერთი ციდა ბიჭს, ვერ ვიგებთ? დღეს ნახევარი საათი გექნებათ წყალი - აცხადებს ახალგაზრდა, როდესაც 12-დღიანი ლოდინის მერე, წესით ცისკარას წყალი 3 საათი უნდა გამოეშვა. მივწერე კასპის მერიას, რომ რადგანაც სოფლის გამგებელი ვერ არეგულირებს ამ ახალგაზრდასთან ურთიერთობას, თქვენ მოაგვაროთ, ვიდრე სოფელი მოაგვარებდეს თქო, რადგანაც ძალიან აღშფოთებულია უბანი და ვგრძნობ, ცუდი მოხდება. ზღვარი ყველაფერში არის, მაგრამ ჩვენს წყალომომარსგებაში არა. ვინაა სოფლის გამგებელი? ეს ახალგაზრდა თუ ნამდვილი გამგებელი? რატომ ვერაფერს ხდება ? თუ არ იწუხებს თავს და ჩვენ გვეუბნება ვერაფერს ვხდებითო თუ გინდათ მოკალითო. აი განუკითხაობები სოფელში, რომლის საფუძველზეც დიდი საჩივრის წიგნი შეივსება." - აცხადებს ქვემო ჩოჩეთში მცხოვრები ქეთევან ქსოვრელი.

ლაშა წიკლაური ამბობს, რომ ის სოფელში 600 ტონა წყალს დღეში სამართლიანად ანაწილებს:

,,სოფელს აქვს 600-ტონია ავზი. ეს წყალი ნაწილდება რამდენიმე უბანზე: უბნებს თავისი ვინტილები აქვს. წყალი რიგ-რიგობით მიდის ცენტრში, ჯანჯალაანთ უბანში, სკოლის უბანში, ციხის უბანში, ძალაძაანთ უბანში, ვარდაანში, იდლეთში, კიდევ ერთი უსახელო უბანია, ქვემო ჩოჩეთში. რაც შეეხება ქვემო ჩოჩეთს, მანდ ვინტილიც ვერ მუშაობს კარგად, ,,ტოჩკებში" (წერტილები) კი წყალი იკარგება. დღესაც გამოვუშვი წყალი, მაგრამ თუ სახლში არ მიუვიდათ, ეგ ჩემი ბრალი არაა. მილების ბრალია. ძველი კომუნისტების დროინდელი მილებია. ზეგაც უნდა გამოვუშვა 11 საათზე. ხვალ სხვა უბნის რიგია" - ამბობს ლაშა წიკლაური.

,,მაგ ვინტილებს ეგ საითაც უნდა, იქეთ მოუშვებს, ეგ პასუხი აქვს ჩვენთანაც, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, წყალი არ გვაქვს. მარტო მე რომ არ მქონდეს, პრობლემა ჩემში იქნება. არა აქვს ალბათ ათ ოჯახს. ესე იგი ვისი ბრალი ყოფილა?"- განმარტავს ქეთევან ქსოვრელი.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მომარაგების საკითხი ,,სოფლის წყალს" ეკუთვნის. მისი წარმომადგენლის განცხადებით, მთვარია, ავზში წყალია და ვინტილიდან გამოშვებულია:

,,ჩვენი მოვალეობაა სოფელს წყალი ჰქონდეს. თუ ვინმე კონკრეტულ ადამიანთან არ მიდის წყალი, ეს ჩვენი მოსაგვარებელი არაა. ეს ალბათ იმ ადამიანს უნდა ჰკითხოთ, ვინც ანაწილებს წყალს უბნებში. მე არ ვიცი, ვინ ნიშნავს წყლის გამანაწილებელს სოფელში. მე როგორც ვიცი, სოფლის წარმომადგენელი ნიშნავს." - ამბობს ,,სოფლის წყალის" წარმომადგენელი.

ქვემო ჩოჩეთში მცხოვრები ქეთევან ქსოვრელის წერილობითი განცხადება ,,სოფლის წყლის" დირექტორის დღეს მიუტანეს:

,,მე წარმოდგენა არა მაქვს, რა ხდება მაგ უბანში. წერილი შემომივიდა დღეს, ხვალ გავაგზავნი ჯგუფს და განვიხილავთ ადგილზე. თუ წყლის გამანაწილებელთან აქვთ პრობლემა და ის ამ საკითხს ვერ აგვარებს, მაშინ უნდა დაინიშნოს ის, ვისაც მოსახლეობა ენდობა" - განმარტავს ,,სოფლის წყლის" წარმომადგენელი.

,,ყველა იცილებს თავიდან" - აცხადებს ქეთევან ქსოვრელი, რომლის შესახებ კასპის მერიაში და ,,სოფლის წყალში" ბევრი სმენიათ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კავთისხევიდან მხოლოდ ეს ქალბატონი აქტიურობს. ეს აქტიურობა კი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოსწონთ.

ქეთევან ქსოვრელი ამბობს, რომ დიდი ხანია ამ მდგომარეობაშია.

,,ვინ იტყვის, ჩემი ბრალიაო. სადაც უნდა და ვისაც უნდა, იქეთ გაუშვებს წყალს. ჩვენი უბნის რიგის დროს მომპარავს ნაპორს და გაუშვებს სხვა უბანზე. მე ნაპორი რომ მომაკლდება, წყალი რა თქმა უნდა არ მოვა." - აღნიშნავს ქეთევან ქსოვრელი.

დღეს, კავთისხევის ამ უბანზე არსებული სიტუაციის შესახებ, კასპის მერის მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილსაც დაურეკეს:

,,გამგებლის მოადგილეს რომ დაურეკა ერთ-ერთმა მოსახლემ, მაშინ ამ ახალგაზრდამ იკადრა და გამოუშვა. მაგრამ ნაპორი (წნევა) მოაკლო, რის გამოც წყალი არც ერთ მოსახლეს მიუვიდა. ჩვენი რიგის დროს სამი ვინტილი უნდა მუშაობდეს, რომ კარგი წნევით წამოვიდეს, მაგრამ არ ხსნის ბოლომდე, იმიტომ, რომ სხვა უბნებსაც აძლევს." - გვეუბნება ქვემო ჩოჩეთში მცხოვრები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.