რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ოჯახის წევრის განცხადებით საოკუპაციო ხაზთან დაკავებისას ხვიჩა მღებრიშვილსაც ცეცხლი გაუხსნეს
მე-12 დღეა სოფელ მეჯვრისხევში ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრები
ცხინვალიდან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. 47-წლის
მამაკაცი 3 ივლისს სოფელ აძვთან დააკავეს.
ოჯახის წევრი, ლეილა მღებრიშვილი ,,რუსთავი 2"-თან საუბარში ამბობს, რომ ხვიჩა მღებრიშვილს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს და იარაღის მუქარით დააკავეს. გატაცებულის ნათესავი ამ ინფორმაციას ადგილობრივებისგან ფლობს, თუმცა ვინაობას არ ასახელებს.
ლეილა მღებრიშვილი კატეგორიულად მოითხოვს, მეტი ყურადღება დაეთმოს მეჯვრისხეველი კაცის გატაცების საქმეს. ოჯახი დღეს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განუმარტეს, რომ 3 ივლისს გაუჩინარებული ხვიჩა მღებრიშვილი ნამდვილად ცხინვალის ციხეშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.
მღებრიშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა და თანასოფლელებმა გუშინ 14 ივლისს სოფლის ცენტრში აქციაც გამართეს.
ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი ფიგურირებს ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის დაკავების დროსაც. 11 ივლისს, ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე ის რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ დააპატიმრეს.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ცდილობს ორივე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია ცხინვალის ოფისის წარმომადგენლების მეშვეობით მოპოვოს.

ამავე კატეგორიაში
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების
გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,
მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ
პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების
შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე
შეძენილია.
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების
გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“
ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს
დაამზადებს.
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო
მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ
ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები