რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,რუისული მუშტი" - აქცია ქარელის მუნიციპალიტეტში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საპროტესტო აქცია გაიმართა. ,,რუისული მუშტი" - ასეთი იყო მთავარი მესიჯი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მყოფებმა ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას გაუგზავნეს.

აქციის წევრები ამბობენ, რომ ისინი იმ მიწის ნაკვეთის გასხვისებას აპროტესტებენ, რომელსაც სახელმწიფო რუსულ კომპანიის სასარგებლოდ ყიდის. მათი თქმით, 2008 წელს ჭურვიც კი ჩამოვარდა.

,,მოვუწოდებთ ეკონომიკის სამინისტროს, დაგვიბრუნოს რუისის სპორტული მოედანი და ამ ადგილზე გაკეთდეს სპორტული კომპლექსი ახალგაზრდებისთვის. არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ მოედანი რუსულ კომპანიას მიყიდის, აი ეს მუშტი მოხვდებათ." - აღნიშნეს აქციაზე.

რუისის სიახლოვეს მდებარე მიწის ფართობი სადაო 2019 წლის ნოემბრიდან გახდა. ეს იმ დროს, როდესაც სახელმწიფომ მისი პრივატიზაცია გადაწყვიტა. ეკონომიკის სამინისტრომ მერიას სთხოვა, რომ შემდგომი ინვესტიციების მიზნით, ფართობი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადასულიყო. მერიამ თხოვნა შეასულა.

ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ რუისის ყოფილი გამგებლის, ლადო ბუზიაშვილისა და მისი მომხრეების პრეტენზიები უსაფუძვლოა, რადგან გასაყიდად გატანილი მიწის ნაკვეთის გვერდით სტადიონს დიდი ფართობი უკავია.

ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დგინდება, რომ ჯერ კიდევ 2015 წელს მიწის ფართობი 2 ნაწილად გაყვეს და ჯამში 26 200 კვ.მ-ს შეადგენდა. ერთ ნაწილს სტადიონის ფუნქცია დაუტოვეს, 14 200 კვ,მ ფართობით, ხოლო მეორე ნაწილს - 12 000 კვ.მ-ს ცალკე კოდი მიანიჭეს.

მიწის გაყოფის დროს საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელსაც სათავეში კვლავ ლადო ბუზიაშვილი ედგა. ის ამ სოფლის ყოფილი გამგებელია და აცხადებდა, რომ ტერიტორია მთლიანად სტადიონს წარმოადგენდა. ამიტომ, მისი შეფასებით, არ შეიძლებოდა მთლიანი ფართობის გაყოფა.

2019 წლის შემოდგომით, კომპანია ,,ბიგ სერვისმა", რომლის მრავალრიცხოვან მფლობელებს შორის რუსეთისა და თურქმენეთის მოქალაქეები არიან, ხოლო სათაო ოფისი ბერლინში მდებარეობს, მიწის ნაკვეთის ყიდვა გადაწყვიტა. მიწის ნაკვეთის პრივატიზაცია ჩატარდა და ,,ბიგ სერვისმა" 54 000 დოლარი გადაიხადა.

პრივატიზაციის შედეგი ვლადიმერ ბუზიაშვილმა, მისმა მხარდამჭერებმა და უფლებადამცველებმა სასამართლოში გაასაჩივრეს. 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ხაშურის სასამართლომ პრივატიზაციის შედეგები გააუქმა. ქარელის მერიას მეტი დასაბუთება მოსთხოვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ქონების გასხვისების დროს, თანასწორობის პრინციპი უფრო მეტად დაცული უნდა იყოს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, 2020 წლის იანვარში ვლადიმერ ბუზიაშვილმა საჯარო რეესტრს მიმართა მოთხოვნით, რათა ამონაწერში აღმოფხვრილიყო უზუსტობა და მიწის ნაკვეთს ,,სპორტული მოედნის სტატუსი" მინიჭებოდა. აღნიშნული მოთხოვნა საჯარო რეესტრმა არ დააკმაყოფილა. . რეესტრის პასუხში აღნიშნულია, რომ სტატუსი ვერ აღდგებოდა, რადგან ასეთი სტატუსი არასდროს ქონიაო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

,,ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი'' - დასძინა ელჩმა.

18:18 / 16.04.2024
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს,
საქართველოს
იმ ჟურნალისტების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ დაუშვეს, საქართველოს
11:31 / 15.04.2024
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
გორელები სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან.
23:03 / 12.04.2024
"ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით, 10 საათზე. არ დაველოდე არავის მოწოდებას,
22:06 / 12.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.