რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
კოლეჯ ,,განთიადის" სასწავლო პროგრამას მეფუტკრეობა, მეხილეობა და მებოსტნეობა დაემატა
პროფესიულ კოლეჯ "განთიადში" ღია კარის დღე ჩატარდა. სასწავლებელს დაემატა ახალი მიმართულებები როგორიც არის მეფუტკრეობა, მეხილეობა და მებოსტნეობა.

დუალური პროფესიული განათლების მიღების მსურველებს 10 აგვისტოს ჩავლით, შეუძლიათ დარეგისტრირება საგანმანათლებლო რესურს ცენტრებში და შესაბამის პროფესიულ სასწავლებელში. კანდიდატები სახელმწიფოსგან მიიღებენ სრულ დაფინანსებას და დასაქმდებიან შესაბამის საწარმოებში.

გორის პროფესიული სასწავლებლის ხელმძღვანელის ანა დათუნაშვილის თქმით, კოლეჯმა გასულ წელს გაიარა სრული რეავტორიზაცია და დაიმატა ახალი პროგრამები.

"ეტაპობრივად დავიმატეთ დუალური და მოდულური პროგრამები. ბოლოს დამატებული პროგრამებიდან სამი არის დუალური და დღეს სწორედ ამის შესახებ გვქონდა ღია კარის დღე. დუალური პროგრამების უპირატესობა არის ის, რომ თან მუშაობს ადამიანი და თან სწავლობს. ასევე იღებს გარკვეული ტიპის ანაზღაურებას. რაც შეეხება დაინტერესებას, ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს რეგისტრაცია და გაგრძელდება 10 აგვისტომდე"

სემინარს ესწრებოდა პროფესიული განათლების ექსპერტი ნიკოლოზ მესხიშვილი, რომელმაც დეტალურად განმარტა დუალური პროგრამების მნიშვნელობა.

" მეხილეობის, მეფუტკრეობის და მებოსტნეობის პროგრამა ხორციელდება განსხვავებული მიდგომით. კერძოდ, ჩვენ ამას ვეძახით სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების დუალურ მიდგომას, რომელიც განსხვავებული და თანამედროვე მიდგომებია, რაც გამოირჩევა იმით, რომ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ვთავაზობთ, თეორიული სწავლის პარალელურად, პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებას ფერმერულ მეურნეობებში და ასევე ანაზღაურებას. კურსდამთავრებულს თამამად შეუძლია თქვას, რომ მას აქვს სამწლიანი სამუშაო გამოცდილება." აღნიშნა მესხიშვილმა.

კოლეჯში ასევე იმყოფებოდნენ ახალი პროგრამებით დაინტერესებული პირები. პროფესიული სასწავლებლის ერთერთი აპლიკანტის, ვახო შუბითიძის თქმით მას აქვს კერძო მეურნეობა და საკუთარი ბიზნესის განვითარებისათვის მნიშნელოვანია ამ კუთხით განათლების მიღება.

" ავირჩიე მებოსტნეობის მიმართულება, მაქვს ჩემი ფერმერული მეურნეობა და მინდა განვვითარდე ჩემს სფეროში, მაქსიმალურად განვავითარო ჩემი ბიზნესი. რადგანაც პირველადი წარმოების ბოსტნეული უმნიშვნელოვანესია, როგორც ჩემთვის ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის"

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.