რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
,,საქონელი გადმოვიდა და მიგვიხედეთ, გენაცვალე" - ზარი ოსურ სოფელში

 

ამ ორ სოფელს შორის მავთულხლართები, მხოლოდ, რამდენიმე ათეულ მეტრზეა გავლებული.  იქ, სადაც მავთულხლართია, ნახირს დაბრკოლება ხვდება. ორივე სოფლის მოსახლეობა ცდილობს გართულებები თავიდან აიცილოს, მაგრამ ხშირს შემთხვევაში მცდელობა უშედეგოა. საძოვრები გამყოფ ხაზზე მდებარეობს.

 

ციალა სალამაშვილმა იმ ადგილზე მიგვიყვანა, სადაც მისი და მისი მეზობლების ნაკვეთებში ოსური სოფლიდან გადმოსული ნახირი შედის:

 

,,ისინიც გვაგებინებენ, რომ ძროხები ჩვენ მხარეს გადმოვიდა და გადმოგვირეკეთო. ვერც ისინი მოდიან ახლოს, რადგან რუსი სამხედროები საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით მათაც აკავებენ" - გვეუბნება ციალა სალამაშვილი, რომელსაც ოსურ სოფელ აბრევში ნათესავები ჰყავს. სხვათა შორის, მისი დედამთილი სოფელ ორჭოსანში ცხოვრობს. ხოლო ოჯახის სხვა ახლობლები - ჩრდილოეთ ოსეთში.

 

,,ნათესავები კომპიუტერითაც ვეხმიანებით ერთმანეთს, საუბრის დროს ვტირივათ კიდეც" - გვეუბნება ქალბატონი ციალა.

 

საღამო ხანს სოფლის ნახირი საკორინთლოში უკლებვლივ დაბრუნდა. მწყემსმა ციალა სალამაშვილს უთხრა, რომ მისი დარეკვის შემდეგ, აბრევიდან ნახირი გამორეკეს.

 

ინტერვიუს დროს სოფლის განაპირას მდებარე სტადიონზე სამი ბავშვი ფეხბურთს თამაშობდა. ერთ-ერთი მათგანი სოფელ სამთავისში ჩამოყალიბებული საფეხბურთო კლუბის შეგირდი აღმოჩნდა.

 

,,ახლა ცოტანი ვართ, მაგრამ ფეხბურთს ბევრი ვთამაშობთ სოფელში. ძირითადად, მეზობელ ქართულ სოფლის, ქვემო ჭალის ახალგაზრდებს ვეჯიბრებით ხოლმე, ყოველგვარი სიგელებისა და საჩუქრების გარეშე" - გვითხრეს ფეხბურთლებმა. მათი სურვილია, რომ სტადიონი მოწესრიგდეს. მინისტადიონს ეს დიდი სტადიონი ურჩევნიათ.

 

საღამო ხანს, ციალა სალამაშვილმა გვითხრა, რომ მის უბანში ყოფნა ცოტა საშიშია. 

 

,,ნახევარი სოფელი გაანათეს გარეგანათებით, ჩემ მხარეს კი სულ ჩაბნელებულია. მე სოფლის განაპირას ვცხოვრობ" - აცხადებს ჩვენი მასპინძელი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, მხოლოდ, სოფლის ნაწილის განათება მოხერხდა. დანარჩენს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეტაპობრივად მოაგვარებს.

 

სამი წლის წინ ციალა სალამაშვილს მისი საცხოვრებელი სახლის სადგომიდან ჯერ ხბო, შემდეგ კი ძროხა მოპარეს. იგი კვალს მიჰყვა და საქონლის ნაკვალევმა ოსურ სოფელ აბრევამდე მიიყვანა.

 

,,ისე გამწარებული ვიყავი, რომ ე.წ. გამყოფი ხაზი ისე გადავკვეთე, რომ არ შემშინებია. ჩემ ახლობელთან მივედი და ვუთხარი, საქონელი მომპარეს და კვალი თქვენ სოფლამდე მოვიდა მეთქი. დამამშვიდეს და მითხრეს, თუ მართლა ჩვენმა სოფლელმა მოგპარა საქონელი, აუცილებლად ვიპოვით და დაგიბრუნებთო. მართლაც იპოვეს ქურდი და სოფლიდან გააგდეს. ცუდი კაცი არც მათ უყვართ. ერთი სული საქონელი დამიბრუნეს. მეორე სული ამ დრომდე არ დაუბრუნებია იმ ქურდს. ვლადიკავკაზშიც ვიპოვნი იმ ქურდს და აუცილებლად დავაბრუნებინებ, მაგას მაინც არ შევარჩენ ჩემ ბოსელში შესვლას და ქურდობას." - ამბობს ქალბატონი ციალა.

 

ციალა სალამაშვილმა გვითხრა, რომ საფლავებზე გასვლას, მხოლოდ, აღდგომის დღესასწაულზე ახერხებენ.

 

,,გასულ კვირას ჩვენ სოფელში ერთი ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. აბრევში გაიზარდა და ბოლოს აქ ცხოვრობდა. მთელი აბრევი ტიროდა, გვისამძიმრებდნენ. გადმოსვლაც უნდოდათ, მაგრამ აბა როგორ მოახერხებდნენ. ძალიან უყვარდათ იმ სოფელში"

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
18:08 / 31.03.2026
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
13:05 / 31.03.2026
გორის მერიის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შედგენილი ერთ-ერთი წერილის მიხედვით,
22:53 / 30.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.