რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვინ დაასრულებს ,,სამოქალაქო უძრაობას" გორის სასამართლოში

 

მოსამართლე შორენა წიქარიძის ,,დაგვიანებულ" სასამართლო საქმეებზე და, ზოგადად, არასასურველ გადაწყვეტილებებზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან არაერთი ადვოკატი საუბრობდა. მაგალითად, ადვოკატი მამუკა ნოზაძე რამდენიმე თვის წინ, ყურადღებას ამახვილებდა იმ ფაქტზე, რომ გორის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი მოსამართლე შორენა წიქარიძეს მხოლოდ იმ საქმეებს ანდობს, რომლის შინაარსის უკან  სახელმწიფო და მისი მოხელეები დგანან.

 

გორის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ყოფილ უფროსს, აწ სასამართლოს თავმჯდომარეს ნიკოლოზ მარსაგიშვილსა და მოსამართლე შორენა წიქარიძის ოჯახებს ნათელმირონობა აკავშირებს. შორენა წიქარიძის მეუღლე კი შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივია.  არის საქმეები, სადაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დავაში, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში, მოსამართლე შორენა წიქარიძე იხილავს, ,,მართალი" ყოველთვის პოლიციაა.

 

სწორედ ასეთ სიტუაციაში მოქალაქეებს, სასამართლო განხილვამდე, მოსამართლის გარეშე საქმის მორიგებით დამთავრება შეუძლიათ. ამაში მათ მედიაციის ცენტრები დაეხმარებათ.

 

მედიაციის საპილოტე პროექტის პრეზენტაციაზე, ასევე, გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, გორის რაიონული სასამართლოსა და გორის მედიაციის ცენტრს შორის. 

 

მედიაციის საპილოტე  პროექტის მიზანია სამოქალაქო სამართლებრივი დავების მორიგებით დამთავრების ხელშეწყობა, საქართველოში  მედიაციის ინსტიტუტის განვითარება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

 

ზემოაღნიშნული მიზნით, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზონ სამედიაციო სერვისი უსასყიდლოდ, დონორი ორგანიზაციის დაფინასებით, ერთი წლის მანძილზე.

 

დავის ტრადიციული მეთოდებით გადაწყვეტისაგან განსხვავებით, მედიაცია დავის გადაწყვეტის სწრაფი, ნაკლებ ხარჯიანი და მშვიდობიანი საშუალებაა, სადაც გადაწყვეტილებას იღებენ თვითონ მხარეები და არა მედიატორი. პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმება ყოველთვის ორივე მხარის ინტერესების შესაბამისია. აქედან გამომდინარე, ამ პროცესში „წაგება“ გამორიცხულია. მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმება შეიძლება დამტკიცდეს სასამართლოს მიერ და ამგვარად დაექვემდებაროს აღსრულებას. შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საერთო წესით.

 

მედიაციის საპილოტე  პროექტის პრეზენტაციში მონაწილეობა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გორის რიონული სასამართლოს, გორის მედიაციის ცენტრის,  ადვოკატთა ასოციიაციის, მედიატორთა ასოციაციებისა და სასწავლო დაწესებულებათა წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

იმ შემთხვევაში, თუკი მედიაციის პროექტი წარმატებით განხორციელდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭო გეგმავს მსგავსი პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზეც დაამკვიდროს.

 

ფოტოზე: შორენა წიქარიძე, მოსამართლე

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს.
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა
ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს. ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა ამოიღეს.
11:09 / 17.09.2026
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი
დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს
წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
10:31 / 17.09.2026
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III
ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში
ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები
იპოვეს.
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები იპოვეს.
18:25 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ
ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ
დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
18:00 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი
ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
17:33 / 16.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.