რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში დისტანციური სწავლება მხოლოდ 2 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო, ქალაქის სკოლებში ეს პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. დღეიდან, 1-ელი ოქტომბრიდან ქალაქ გორის სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ქალაქის მხოლოდ ერთ სკოლაში, სველი წერტილების მოუწესრიგებლობის გამო, სწავლა დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

გორის მეოთხე საჯარო სკოლაში მერიამ სველი წერტილების მოწესრიგება  ვერ დაასრულა.

რაც შეეხება სოფლის სკოლებს, დისტანციურ რეჟიმში მხოლოდ შავშვების სკოლა გადავიდა. აქ კორონავირუსი 4 მოსწავლეს დაუდასტურდა, ჯერ 27 სექტემბერს, შემდეგ - 30 სექტემბერს. კიდევ ერთ სარისკო ზონაში, ქიწნისის მეურნეობაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ, ს

,,მოგეხსენებათ გორი მოხვდა იმ ქალაქბს შორის, სადაც დისტანციური სწავლების გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, ხოლო მუნიციპალიტეტის სკოლები რაიონის სკოლებს ვგულისხმობ 16 სექტემბრიდან უვე შევიდნენ საკლასო ოთახებში, გარდა ერთი სკოლისა ეს იყო ქიწნისის საჯარო სკოლა. 1 ოქტომბრიდან უკვე ყველა სკოლა ამ შემთხვევაში გარდა შავშვების საჯარო სკოლისა საკლასო ოთახებში განაგრძობს სწავლას.''- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილი, გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა.

რამდენად უსაფრთხოა სკოლებში სწავლება, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიაა, ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს:

,,ქალაქის ყველა სკოლას გავლილი აქვს შრომის ისნსპექცია, მონიტორინგი. შესაბამისად ყველა სკოლა მზად არის მოსწავლეების საკლასო ოთახებში მისაღებად. რეგულციების სრული დაცვით გარდა ერთი სკოლისა სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ვერ მოესწრო და იქ გაგრძელდება დისტანციური სწავლება მაქსიმუმ ორი კვირის მანძილზე. როგორც კი დასრულდება სველი წერტილების რეაბილიტაცია. უკვე ეს სკოლაც საკლასო ოთახებში განაგრძობს სწავლას. ეს არის მეოთხე საჯარო სკოლა სადაც სველი წერტილების რეაბილიტაცია დღემდე მიმდინარეობს." - დასძინა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 448 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 299 ადამიანი. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია - 6640;
გამოჯანმრთელებულია - 3419;
მათ შორის გარდაცვლილია - 39;
კარანტინის რეჟიმში რჩება - 5392;
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1100;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.