რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
75 წლის კაცს, რომელიც შშმ შვილს უვლის, სოციალური შემწეობა მოუხსნეს
75-წლის სპირიდონ ოქროპირიძე ეპილეფსიითაა დავადებული, ხოლო მის შვილს, გოჩა ოქროპირიძეს ადაპტური ქცევის დეფიციტის სინდრომი დაუდგინეს. შვილის მოვლა 75-წლის მამას უწევს. მეორე შვილი მონასტერში ცხოვრობს. მეუღლე კი, შარშან, ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა.

ოქროპირიძეები დისევიდან დევნილები არიან. მე-12 წელია ვერხვების დასახლებაში, დევნილთა კოტეჯში ცხოვრობენ. ოჯახის წევრები ყველაზე მეტად სოციალური დახმარების მოხსნას განიცდიან.

„ სოფელ დისევიდან ვართ დევნილები. დაახლოებით 11 წელია აქ ვცხოვრობთ. მეუღლე შარშან გარდამეცვალა. სოციალურ დახმარებას ვიღებდით, მაგრამ ორი წლის წინ იყვნენ შემოწმებაზე და მოგვიხსნეს. ასე გვითხრეს, გაზის გადასახადს იხდით და სოციალური აღარ გეკუთვნითო“.



ახლა მარტოს უწევს გოჩას მოვლა, რომელიც ადაპტური ქცევის დეფიციტის სინდრომით ცხოვრობს.

„ რაც სოციალური მოგვიხსნეს, მას მერე ჩემი და გოჩას პენსიით ვცხოვრობთ. პენსიას ძირითადად წამლებში ვხარჯავთ. საკვებისათვის ფული აღარ გვრჩერბა. შარშან გოჩას თიაქარის ოპერაცია დასჭირდა. ოპერაცია კი გაუკეთეს, მაგრამ ოპერაციის შემდეგ მკურნალობა დაჭირდა. მეორე შვილიც მყავს მონასტერში ცხოვრობს და იმან მოუტანა წამლები.“

პანდემიამ და ორთვიანმა საგანგებო მდგომარეობამაც ოქროპირიძეების ოჯახის დახმარების გარეშე ჩაიარა. მათი ერთადერთი დახმარება პენსიონერებისათვის დარიგებული სააღდგომო კალათა იყო.



„ მეზობლად ცხოვრობს, ბიძაშვილის ბიჭი და იმას მოქონდა საჭმელი. სხვა არავინ დაგვხმარებია. პენსიის ასაღებადაც იმას მივყავდით“

სოციალური სააგენტოს უფროსმა თეა თედელურმა  გვითხრა, რომ ოჯახს აქვს მაღალი სარეიტინგო ქულა რის გამოც არ იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა კოვიდის კომპენსაციას იღებს 90 ლარის ოდენობით 6 თვის განმავლობაში.

„ ეს ოჯახი შარშან არის შესწავლილი და წელს შეუძლია ოჯახს ხელახლა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ შევისწავლოთ. რაც შეეხება სარეიტინგო ქულას, ეს არის პროგრამული და ჩვენ ამაში ვერ ვერევით. როგორც არ უნდა შეგვტკიოდეს გული ოჯახზე, გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ ვიღებთ.“



კითხვაზე, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ახდენს თუ არა გავლენას სარეიტინგო ქულის განსაზღვრაზე, გვითხრა რომ ეს მდგომარეობა ნამდვილად ახდენს გავლენას შესაბამის ქულებზე.

„ ჩვენ არც ვუხსნით და არც ვუნიშნავთ სოციალურ დახმარებას. ჩვენი ვალდებულებაა დეკლარაცია შევავსოთ ობიექტურად. ქულას, რასაც პროგრამა განსაზღვრავს, იმაში ჩვენ ვერ ვერევით. ამ კონკრეტულ ოჯახს უფლება აქვს ხელახლა მოგვმართოს განცხადებით და ჩვენ გადავამოწმებთ შესაბამის მონაცემებს, ოჯახის კომუნალურ ხარჯებს, წევრთა რაოდენობას, მათი შემოსავლებს თუ სხვა ხარჯები. ეს არ იქნება იდენტური წინა დეკლარაციისა და განსხვავებული სარეიტინგო ქულა ჩამოუვა ოჯახს.“ განაცხადა თეა თედელაურმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვიდეომაპინგი, იგივე ვიდეოპროექცია, არის ვიზუალური ხელოვნების
ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ადაპტირდება
ვიდეომაპინგი, იგივე ვიდეოპროექცია, არის ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ადაპტირდება
11:45 / 11.10.2024
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, გამომძიებლებს მსგავსი
საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროს, გამომძიებლებს მსგავსი
11:12 / 11.10.2024
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
13:15 / 10.10.2024
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი კომბინატის დასახლებიდან
წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსი კომბინატის დასახლებიდან
11:39 / 09.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.