კალენდარი
ახალი ამბები
,,მეუფე იობს კორონავირუსი არ აქვს" - პრეს-ცენტრი
რუისისა და ურბნისის ეპარქიის ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ იობს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ამის შესახებ განცხადებას ეპარქიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. მისი თქმით, ეს განცხადება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

"სოციალურ ქსელში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი კორონავირუსული ინფექციით დაინფიცირდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. დღეს, მთავარანგელოზთა დღესასწაულზე მიტროპოლიტმა იობმა აღასრულა საღმრთო ლიტურგია და
ასევე, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე დაგეგმილი აქვს საღმრთო ლიტურგიის შესრულება.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

მეუფე იობმა 2020 წლის 10 ნოემბერს განაცხადა, რომ კორონავირუსი ნამდვილად არსებობს, ხოლო 2020 წლის აპრილში ამბობდა, რომ ეს ვირუსი მასონების მოგონილია. 10 ნოემბრის ქადაგებისას მრევლს მოუწოდა, რომ დაიცვან დისტანცია და პირბადე გამოიყენონ. 

,,დღეს რომ ეპიდემია მძვინვარებს, ჩვენმა წინაპრებმა შექმნეს სპეციალური ლოცვა, მე რამდენჯერმე წავიკითხე და თქვენც, მოგიწოდებთ სასულიერო პირებს წაიკითხოთ, ერის სვლისათვის, სვლა ნიშნავს მოსპობას, ავადმყოფოფა როცა მძვინვარებს. ესაა ღვთის კურთხევაში და უცილებლად წაიკითხეთ. ეს ყველა სასულიერო პირმა უნდა წაიკითხის ლოცა, რომ შეჩერდეს ეს ეპიდემია. ეს რეალობაა, ვირუსი მართლა არსებობს, მართლაც აგრე მღვდელმთავრები არიან დაავადებულნი, სასულიერო პირები, მონაზვნები არიან, უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს და არ ამბობს, რომ ამით ვარ დაავადებული. ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ. პირბადე, დისტანცია. ჩვენი უსაფრთხობისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის. ამაში სიმდაბლის გამოჩენა ჩანს ადამიანში, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა ეს დაშვებული, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს. კაცი წყალში იხრჩობოდა და ღმერთს ეხვეწებოდა, გადამარჩინეო, გაანძრიე ხელი და გადარჩებიო. ჩვენი ნებაც უნდა გამოვხატოთ, ჩვენც რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ." - იქადაგა მეუფე იობმა 10 ნოემბერს.

2020 წლის 15 აპრილის ქადაგების დროს განაცხდა, რომ 19 აპრილს, აღდგომა დღეს კორონავირუსი დამარცხდებოდა.

,,ეს ჩვეულებრივი ვირუსია, ადამიანებს უსიმპტომოდ გადაუვლიათ და განკურნებულან. არანაირი საშიშროება არ არსებობს, ეს არის ხელოვნურად თავსმოხვეული ფსიქოზი. რეპეტიციაა იმისა, თუ რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს ხალხი საერთო მასონურ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია საგანგებო მდგომარეობა",- თქვა მან.

სააღდგომო ქადაგების დასაწყისში აღნიშნა, რომ მთავარი უნდა იყოს პატრიარქის მოწოდება და არა - ურწმუნო მთავრობის და ექიმების.

"დღეს ამბობენ, რომ აი, სასულიერო პირი დაავადდა. სასულიერო პირი არ სცოდავს? ის ანგელოზი ხომ არ არის. შეიძლება ცოდვის ნაყოფია, რაც დაუშვა უფალმა. ეს ჩვენ ხომ არ ვიცით - თვითონ იცის და მისმა მოძღვარმა. შემთხევით არაფერი ხდება. რახან შესცოდა... ყველა ვცოდავთ, მეც ვცოდავ.. არ არის კაცი, რომელიც არა სცოდოს და არ სცხონდეს. აღდგომა ყოფილიყოს ჩოვიდ 19-ის დამამრცხებელი. იმედი უნდა გვქონდეს, რომ სწორედ მაგ დღეს დამარცხდება ვირუსი". - განაცხადა მიტროპოლიტმა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

რეკლამა
ამავე კატეგორიაში
2015 წლის 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს შვილის საფლავზე.
2015 წლის 20 იანვარს იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს შვილის საფლავზე.
19:40 / 20.01.2021
სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ახალი ველობილიკი შეიწირა, რომელიც 2020
წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ახალი ველობილიკი შეიწირა, რომელიც 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწყო.
18:24 / 20.01.2021
გორის მერის დაპირება, რომლის მიხედვით, მინი ზოოპარკიდან ცხოველების
ეტაპობრივად გადაყვანა მოხდებოდა,
გორის მერის დაპირება, რომლის მიხედვით, მინი ზოოპარკიდან ცხოველების ეტაპობრივად გადაყვანა მოხდებოდა,
18:08 / 20.01.2021
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესტორ გიორგი ოთხმეზურის
გარდაცვალების გამო,
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, პროფესტორ გიორგი ოთხმეზურის გარდაცვალების გამო,
17:56 / 20.01.2021
,,ოქონის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის
ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები.

,,ოქონის ეკლესია ეკუთვნოდა თავად ფალავანდიშვილებს. ამ ეკლესიის ეზოში არიან დასაფლავებული ფალავანდიშვილები.

16:20 / 20.01.2021
ვიდეორეპორტაჟი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EEჩMD) აცხადებს
,,რამდენიმე წლის წინ, სასულიერო პირი მოვიდა სოფელში და თქვა, რომ აუცილებლად ჩავუტარებთ რესტავრაციასო,
იროდიონ ტაბატაძე 1920 წელს დაიბადა ხაშურში. ოჯახში 5 ძმა და 1 და ჰყავდა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
როგორ მოემზადა ხიდისთავის სკოლა სასწავლო წლის დასაწყებად
ქარტლი.გე ხიდისთავის სკოლის სამზადისით დაინტერესდა.
მონანიება მამარდაშვილის ბიუსტის წინ - ეროვნული მოძრაობის პერიოდის ყოფილი სტუდენტის ინტერვიუ
ნატო ხუციშვილი დღეს ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს და ნანობს, რომ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.