რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების გორის თავშესაფარი განახლებული ინფრასტრუქტურით ფუნქციონირებს


26 დეკემბრიდან ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების გორის თავშესაფარი განახლებული ინფრასტრუქტურით ფუნქციონირებს. 

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებას (თავშესაფარს) ესტუმრა, დაათვალიერა განახლებული ინფრასტრუქტურა და ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად ფონდი Human Doc - მა პროექტის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვისა და მოძალადეთა თერაპიის სისტემის მხარდაჭერა საქართველოში“ გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების (თავშესაფრის) შენობის სარემონტო და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაასრულა.

ამასთან, ოფიციალურ გახსნას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ფონდი Human Doc - ის პროგრამების დირექტორი მეგი ბიბილური დაესწრნენ.

„განხორციელებული სამუშაოების შედეგად გარემონტდა და მოეწყო თავშესაფრის ეზო, მთლიანი გალავანი, ეზოს შესასვლელი კარი. დაცული და კონფიდენციალურია ბენეფიციარების უსაფრთხოება. სრულად მოეწყო და აღიჭურვა ინვენტარით მისაღები ოთახი, სამზარეულო, ფსიქოლოგის და იურისტის ოთახი. პროექტის შედეგად განხორციელებული სამუშაოების შემდეგ თავშესაფრის თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ კომფორტულ გარემოში მუშაობის, ბენეფიციარებისთვის მოწყობილი სივრცე ადაპტირებულია და აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტი „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სისტემის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვა საქართველოში“ მეგობრობის ხიდი „ქართლოსთან“ ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა. იგი დაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში“,-აცხადებენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ სტუმრებს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

„სახელმწიფო მუდამ ზრუნავს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციაზე და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაზე, სწორედ ფონდი Human Doc-ის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა გორის თავშესაფრის ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და მათი შვილებისთვის საცხოვრებელი გარემოს განახლება და კეთილმოწყობა, რაც ჩვენი ბენეფიციარებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.

ფონდი Human Doc - ის პროგრამების დირექტორის მეგი ბიბილურის თქმით, ფონდი Human Doc საქართველოში უკვე ხუთი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და სხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ საქართველოში მოგვარდეს ოჯახში ძალადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები და დაცული იყოს ბავშვთა და ქალთა უფლებები.

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მადლობა გადაუხადა ფონდს აღნიშნული ინიციატივისა და პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

„გორის მერიამ მხარი დაუჭირა ფონდს პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია საქართველოში ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მსხვერპლთა დაცვის სისტემის მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
17:19 / 09.10.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა
გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას
უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
15:34 / 09.10.2026
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თვითმხილველთა ნაწილი და ადგილზე
მისული პოლიციელი შეჯახების ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ
ბავშვი უბრალოდ წაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი
ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად თვითმხილველთა ნაწილი და ადგილზე მისული პოლიციელი შეჯახების ფაქტს უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ბავშვი უბრალოდ წაიქცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ოფიციალურად დაადასტურა. უწყებამ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
14:05 / 09.10.2026
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის
„ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და
8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში „ივერიონი - გორი“ თბილისის „ბლექ ფორტრესს“ დაუპირისპირდება. თბილისურ კლუბში NBA-ის ჩემპიონი და 8-გზის All-Star-ის მონაწილე დუაიტ ჰოვარდი ითამაშებს.
11:49 / 09.10.2026
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს.
პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120
ლარამდე გაზრდაა.
ხაშურის ბაზარში ხორცით მოვაჭრეებმა სამდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. პროტესტის მიზეზი ადგილობრივ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ტარიფის 120 ლარამდე გაზრდაა.
11:02 / 09.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.