რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ცხინვალში ზაზა გახელაძის დაპატიმრებას საქართველოს სხვა რეგიონებში საპროტესტო აქციები მოყვა
დღეს საღამოს ავტობანი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გადაკეტეს. ამის შესახებ განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას'' ლიდერმა დავით ქაცარავამ განაცხადა.

სოციალურ ქსელში ფოტოები და ვიდეობი გაავრცელა. მანამდე კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალაში ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

,,მთელი პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას'' - განაცხადა შსს-ს ანალიტიკური სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ. ის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდა.

მისი თქმით, სახელმწიფო ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა გახელაძე პატიმრობიდან გათავისუფლეს.

,,ყველა დიპლომატიური მექანიზმი და საშუალება ამოქმედებელია და ეს ასეც გაგრძელდება, როგორც უკანონო დაკავებების და ოკუპაციის თანამდევი ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით, რაზედაც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას. რაც შეეხება ჩვენს ძალისხმევას, ჩვენ ვიყენებთ დიპლომატიურ მექანიზმებს, საერთაშორისო ფორუმზე ხდება ადეკვატური ზეწოლა და მესიჯების გაგზავნა რუსეთის მიმართ. ჩვენ გვაქვს ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი. რიგ შემთხვევებში რეაგიორება არ არის ისეთი სწრაფი, მაგრამ ეს არის მოცემულობა. იყო დაკავებული ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, მაგრამ ისინი დაუბრუნდნენ ოჯახებს," - აღნიშნა ანთაძემ.



ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას' ხელმძღვანელის, დავით ქაცარავა ამბობს, რომ სახელმწიფოს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, რათა გახელაძისთვის 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა თავიდან ყოფილიყო აცილებული.

ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას აპროტესტებს საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანი აცხადებს, შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ინტენსიურად იმუშავებენ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

"ერთმნიშვნელოვნად ვგმობთ უკანონო სასამართლოს მიერ ზაზა გახელაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს იანვრის გადაწყვეტილებით, რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, ცალსახად ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით. უკანონო დაკავებები ჩვენი ხელისუფლების უმწვავესს გამოწვევას წარმოადგენს, რაც 2008 წლის ოკუპაციის მძიმე შედეგია. ჩვენ ყველა შიდა და საერთაშორისო რესურსის გამოყენებით ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა უკანონოდ დაკავებული ყოველი ჩვენი მოქალაქე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. ბოლო პერიოდის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ ამ და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული თემატიკის სრულ სპექტრზე და ცენტრალური ხელისუფლების, ისევე როგორც საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ყოველი ჩვენი უკანონოდ დაკავებული მოქალაქე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს",-განაცხადა ახვლედიანმა.

7 თვეა შვილის გათავისუფლებას ელოდება ნუნუ ბუნტური. მან აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოჯახის წევრების მდგომარეობა უკიდურესაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა.

,,კაცი არ მოუკლავს, არანაირი საზღვარი არ არსებობს იქ, რომ გადაეკვეთა. თავისი გაფორმებული იარაღი ჰქონდა, არავინ დაუჭრია და არავინ მოუკლავს. რას ედავებიან არ ვიცი. გვაიმედებენ, რომ ყველა ბერკეტს ავამუშავებთ იმისთვის, რომ ზაზა მალე დაუბრუნდეს ოჯახსო, მაგრამ არ ვიცი რამდენად მალე იქნება ეს დრო. ჩვენთვის უკვე 7 თვე ხდება და კიდევ რამდენი "მალე" იქნება არ ვიცი. მამამისს წამლებით ვასულიერებთ. ბავშვები უკვე აღარც დღეს ითვლიან, აღარც რიცხვებს, ყველაფერმა იმედი გაგვიცრუა, ამათთვის არც ახალი წელია, არ დაბადების დღე, არც გაზაფხული მოვა, არც ზაფხული მოვა. არ ვიცი ჩვენთვის როდის რა იქნება, როდის გათენდება, სულ ღამეა 7 თვეა. აღარც ძილი გვაქვს. არ ვიცი რა ხდება ჩვენს თავს. თვითონ ჩემი შვილი იქ როგორ იქნება არ ვიცი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ვიცი", - განაცხადა ნანა ბუნტურმა.

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კასპიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრებ ზაზუ გახელაძეს 12 წლით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გახელაძე დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალდებით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცველის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).

"ეხო კავკაზას" კორესპოდენტის ცნობით, ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მოსამართლე ნანა გაგიევას განაჩენი გასაჩივრებულია. რუსმა სამხედროებმა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხესთან დააკავეს. დაკავებისას ზაზა გახელაძე ფეხის არეში დაიჭრა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.