რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ენმ აპროტესტებს გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხარჯებს
გორი-კასპის მაჟორიტარის ბიუროს დაფინანსება 144 ათას ლარს შეადგენს,
თანხის დიდი ნაწილი კი, ხელფასებზე დაიხარჯება. მაჟორიტარ გიორგი
ხოჯევანიშვილს ბიურო როგორც კასპში, ასევე გორში აქვს გახსნილი, სადაც
5 ადამიანი მუშაობს.
გორის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილმა ბიუროებში მისი გარემოცვა დაასაქმა და ყველა მათგანს საკმაოდ შთამბეჭდავი ხელფასი აქვს.
ჯაბახიძის მტკიცებით, დასაქმებულები აქტიურად იყვნენ ჩართული ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამოანიაში და დაკავებული იყვნენ პარტიული პოსტების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ამხელა თანხის დახარჯვა მაჟორიტარის კომფორტის ზონის შექმნისთვის დაუშვებელია რადგან ქვეყანაში უმძიმესი ფონია და ხალხი შიმშილობს.
საქართველოს პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი დეპუტატია, მათი ბიურორების მუშაობისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
გორის საკრებულოს წევრი, ვასილისა ჯაბახიძე აცხადებს, რომ ხოჯევანიშვილმა ბიუროებში მისი გარემოცვა დაასაქმა და ყველა მათგანს საკმაოდ შთამბეჭდავი ხელფასი აქვს.
ჯაბახიძის მტკიცებით, დასაქმებულები აქტიურად იყვნენ ჩართული ხოჯევანიშვილის წინასაარჩევნო კამოანიაში და დაკავებული იყვნენ პარტიული პოსტების გავრცელებით სოციალურ ქსელში.
ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ამხელა თანხის დახარჯვა მაჟორიტარის კომფორტის ზონის შექმნისთვის დაუშვებელია რადგან ქვეყანაში უმძიმესი ფონია და ხალხი შიმშილობს.
საქართველოს პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი დეპუტატია, მათი ბიურორების მუშაობისთვის 4 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.
ამავე კატეგორიაში
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა,
რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით,
სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის
სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ
მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული
ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
კასპის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ბექაური ვარჯაანის დასახლებაში
გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყლით დაფარული მინი-სტადიონი
ჩანს.
ქარელის კულტურის სახლს, რომლის სრულ რეაბილიტაციაზე 2015 წელს 963
000 ლარი დაიხარჯა, შენობისა და ეზოს განახლებისთვის ბიუჯეტიდან 800
000 ლარი გამოეყოფა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები