ახალი ამბები
თავზარაშვილების სახლის ისტორია
გორის მერი კოტე თავზარაშვილი იმ სახლში ცხოვრობს, რომელშიც 1917-21 წლებში მენშევიკური მთავრობის გვარდიის შტაბი იყო განთავსებული. მანამდე, 1906-11 წლებში ციმბირიდან დაბრუნებულ ილია თავზარაშვილს ეკუთვნოდა. საქართველოს ოკუპაციისა და ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, 1922 წელს სახლი მუშათა კლუბს გადასცეს. შემდეგ ლიმონათის ქარხანა გახსნეს.

2005 წელს, 1750 კვ.მ ფართობი, შენობა-ნაგებობით და ავტოფარეხით, როგორც მემკვიდრემ, ქონება დაირეგისტრირა. კოტე თავზარაშვილი იმ პერიოდში გორის გამგებლის მოვალეობას ასრულებდა.


თავზარაშვილების სახლის ისტორია

გორის არქივში დაცული ცნობის მიხედვით, კონსტანტინე თავზარაშვილის წინაპარი, ილია ანტონის ძე თავზარაშვილი ამ სახლში 1906-11 წლებში ცხოვრობდა.

1928 წელს ილია თავზარაშვილმა გორის რაიაღმასკომს მიმართა განცხადებით, რათა ლენინის ქუჩაზე მდებარე სახლის ჩამორთმევის პროცედურები შეეჩერებინათ. მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს და 1930 წელს თავზარაშვილების სახლის სრული მუნიციპალიზაცია მოხდა.



ფოტოზე: თავზარაშვილების სახლი

1928 წლის საჩივრის შესწავლა რაიაღმასკომმა საქართველოს მუშგლეხინის საჩ.ბიუროს ინსპექტორს დაავალეს. ინსპექტორმა შეისწავლა საკითხი და შემდეგი დასკვნა დაწერა:

,,ხსენებულმა მოქ. თავზარაშვილმა ა.წ. 9/11 საქ. ცაკში შეიტანა განცხადება, სადაც ითხოვდა, რომ მისთვის დაებრუნებინათ ადგილობრივ ხელისუფლების მიერ ჩამორთმეული ამ ჟამად მისდამი კუთვნილი ორ სართულიანი სახლი და ამით მისცემოდა საარსებო წყარო, ვინაიდან ის განიცდიდა უკიდურეს გაჭირვებას, როგორც წვრილი ცოლშვილის პატრონი შემდგარი 5 სულისაგან და იმყოფებიან მის მზრუნველობის ქვეშ.

5/V ა.წ. საქ. ცაკმა მოქ. თავზარაშვილის განცხადება თანდართული მიმოწერით გადმოგვიგზავნა საქ. მუშგლეხინის ადგილობრივ გამოსარკვევად და შედეგების მოხსენებისათვის.

ვიქენ რა მივლინებული, გამოირკვა შემდეგი: განმცხადებელმა თავზარაშვილმა 1906 წ. ციმბირიდან დაბრუნებულმა, როგორც პოლიტიკურად გადასახლებულმა, ქ. გორში შეიძინა ორ სართულიანი სახლი ერთმანეთზე მიდგმული, მაგრამ ცალკე მიჯნებით თავისი დარაბებით და მის საკუთარ მფლობელობაში იყო 1911 წლამდე.

ხოლო 1917 წ. მოქ. თავზარაშვილის ერთ სახლში მოთავსდა მენშევიკების გვარდიის შტაბი, დღიდან გასაბჭოებისა კი, ამავე შენობაში მოთავსებულ იქნა პროფესიონალური ორგანიზაციები და მას დაეთმო იქვე ორი ოთახი, სადაც ამ ჟამად ცხოვრობს.

1923 წელს, ოქტომბერში, პროფორგანიზაციებმა დაუთმეს შენობა სამაზრო სახალხო სასამართლოს და მოქ. თავზარაშვილი დარჩა იმავე ორ ოთახში სასამართლოს გვერდით და მასვე დაურჩა მეორე სახლი, რომელიც ამ ჟამად დანგრეულია და შიგ ცხოვრება შეუძლებელია, ერთი დარაბით და ერთი სარდაფით, სადაც ამ ჟამად მოთავსებულია ლიმონადის ქარხანა.

ა.წ. იანვარში ქ. გორის აღმასკომმა განიძრახა ჩამორთმევა ორი ოთახისა, 1 დარაბისა და 1 სარდაფისა. ყოველივე ეს იქნა შეფარდებული დირექტივების თანახმად, ხოლო თავზარაშვილის ინტერესი მოითხოვდა შეღავათებს და რომლის საბაბი გახდა მის მიერ ცაკში საჩივრის შეტანის.

ადგილობრივი კომისიის დათვალიერების და ხელისუფლებათა შეთანხმების, ყოველივე ზემოთ ხსენებულის შემდეგ, საჭიროდ მიმაჩნია შემდეგი:



ფოტოზე: სამეფო ქუჩა

1. ვინაიდან დღიდან გასაბჭოებისა მოქ. თავზარაშვილს კავშირი არ ქონია თავის ყოფილ სახლთან, ჩამორთმევა ადგილობრივ ხელისუფლების მიერ ჩაითვალოს კანონიერად, დარჩეს სასამართლოს განკარგულებაში.

2. სარდაფი რაც გაიტანს სასამართლო შენობას, ჩაითვალოს ჩამორთმეულად და დადასტურდეს ეს ქ. გორის აღმასკომის " - დადგენილება.

3. ჩაითვალოს ჩამორთმეულად 1 დარაბა და დარჩეს გემო-კვების კავშირის განკარგულებაში.

დადასტურებულ იქნას ქ. გორის აღმასკომის " - დადგენილება.

4. გადაეცეს მოქ. თავზარაშვილს ძირა და ზედა სართული (დანგრეული), გარდა რაც გაიტანს ამ ჟამად მოთავსებული სახ. სასამართლო. მასვე, თავზარაშვილს მიეცეს წინადადება ერთი წლის განმავლობაში შეაკეთოს ზედა სართულის ყველა ოთახები.

5. დარჩეს მის, თავზარაშვილის განკარგულებაში მოსავლელად არსებულ ეზოში ბაღ-ბოსტანი 150 კვ. საჟ. რაოდენობით.

6. აეკრძალოს მოქ. თავზარაშვილს ეზოში ჭის წყლის მარტოდ ხმარება-სარგებლობა. მიეცეს სრული უფლება ლიმონადის ქარხანას ჭის წყლით სარგებლობისა.

ასლი საქ. საჩ. ბიუროს დადგენილებისა გადაეგზავნოს საქ. ცაკს მოხსენებისათვის და ქ. გორის რაიაღმასკომს შესასრულებლად.


ინსპექტორი ლ. თ. 03. VI. 31წ
.

წყარო: გორის ადგილობრივი არქივი – ფონდი #4; ამონაწერი #1-საქმე #55, ფურცელი 2; (წიგნიდან ვაჟა შაქარაშვილი, ,,ვერდიქტი'')

სხვა სახლების ისტორია

სამეფო ქუჩაზე უამრავი სახლი დგას, სადაც რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო დაწესებულებები იყო განთავსებული. ამ ქუჩაზე მდებარეობდა ამილახვრების სახლიც, რომელშიც კომუნისტების მმართველობის პერიოდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე იყო განთავსებული.

ამილახვრების სახლი, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, მათმა შთამომავლებმა დაიბრუნეს, შემდეგ კი ბანკზე გაყიდეს. ამჟამად, ამილახვრების ყოფილ სახლში ,,ვითიბი ბანკია" გახსნილი.



ფოტოზე: ამილახვრების სახლი

სამეფო ქუჩაზე მდებარე 1-ელი მუსიკალურ სკოლის შენობა ვერ დაიბრუნეს გ.ა-ს შთამომავლებმა, რადგან მათ ვერ დაამტკიცეს, რომ რეპრესირებულ გ.ა-ს შთამომავლები იყვნენ. სასამართლომ გაითვალისწინა მოპასუხე ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნა და შენობა კვლავ მუსიკალური სკოლის საკუთრებაში დარჩა.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული
:


ფოტოზე: გორის სამუსიკო სკოლა

გ. ა-ი გორში, სამეფო ქუჩაზე საკუთრების უფლებით ფლობდა საკუთარ სახლს, რომელიც მან 1913 წელს შეიძინა.

1924 წელს გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმს აღუძრავს შუამდგომლობა სახლის ჩამორთმევის შესახებ.

1928წ. 2 მარტს ჩატარებული საქართველოს სსრ იუსტიციის სახალხო კომისარიატთან არსებული რესპუბლიკური კომისიის სხდომის #34 ოქმის თანახმად, განისაზღვრა ნაციონალიზაცია-მუნიციპალიზაციაქმნილ შენობა-ნაგებობათა სია, რომელშიც შეტანილ იქნა გ. ა-ის საცხოვრებელი სახლიც.

ამის შემდეგ, გ. ა-ს ჩამოერთვა საცხოვრებელი სახლი და, მიუხედავად სხვადასხვა ორგანოებში მისი ჩივილისა, სახლი მისთვის უკან აღარ დაუბრუნებიათ.

განუწყვეტელი საჩივრებისა და პროტესტის გამო, გ. ა-ს ჯერ აეკრძალა სამოქალაქო უფლებები და შეყვანილ იქნა ხმაჩამორთმეულთა სიაში, ხოლო 1937 წ. 25 დეკემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 თანახმად, აგიტაციისა და პროპაგანდისათვის, რომელიც შეიცავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობის მოწოდებას, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. შემდგომში, გ. ა-ი რეაბილიტირებულ იქნა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989წ. 16 იანვრის ბრძანებულებით.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ეპარქიის პრეს-ცენტრი ვრცელ განმარტებას აკეთებეს მონაზონ იონას
შესახებ.

ეპარქიის პრეს-ცენტრი ვრცელ განმარტებას აკეთებეს მონაზონ იონას შესახებ.

21:33 / 13.04.2021
გაბარაევი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზას მცირე ზომის
ქვებისგან ასუფთავებდნენ,
გაბარაევი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზას მცირე ზომის ქვებისგან ასუფთავებდნენ,
18:40 / 13.04.2021
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.
17:16 / 13.04.2021
სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ
მრევლის
სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ მრევლის
16:54 / 13.04.2021
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს,
მომხმარებელს გვერდით დაუდგეს და
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებელს გვერდით დაუდგეს და
13:55 / 13.04.2021
ვიდეორეპორტაჟი
მტკვრის ხიდიდან უფლისციხის მუზეუმამდე, თითქმის ნახევარ კილომეტრზე, დახლებია ჩამწკრივებული. რამდენიმე რესტორანიც დგას.

მსგავსი სახის პროექტები ქვეყანაში მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვს შეამცირებს.

,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.