რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
კახაბერ მურადაშვილი 20 წლის წინ გორის პროკურატურაში ზედამხედველ პროკურორად მუშაობდა
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა. შს სამინისტროს ვებ-გვერდზე პოლიციაში მისი კარიერული ბიოგრაფია 2008 წლიდან იწყება, თუმცა გორის ადგილობრივ მედიაში შემონახულია საგაზეთო სტატიები, სადაც ჩანს, რომ ის პროკურატურაში მუშაობდა.

კერძოდ, კახაბერ მურადაშვილი 2005-2009 წლებში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, გორის პროკურატურაში გამოძიების ზედამხედველი პროკურორად მუშაობდა. მისი პროკურორობის დროს არაერთი საქმე მოექცა უფლებადამცველების ყურადღების ქვეშ. ცოტა ხნის წინ, ,,ქართული ოცნების'' პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კახაბერ მურადაშვილს ღირსების ორდენი გადასცა.

80 წლის მამაკაცის დაკავების ამბავი


2007 წლის ზაფხულში გორში 80 წლის მამაკაცი დააკავეს. მას ბრალად ედებოდა, რომ 4 წლის ბავშვი გასაყიდად მიჰყავდა.

ამ საქმის ზედამხედველი პროკურორი კახა მურადაშვილი იყო. რამდენიმე ხანში ბავშვის დედაც დააპატიმრეს - სასამართლოში ჩვენების შეცვლის გამო.

საქმის მასალების მიხედვით, 80 წლის მამაკაცმა 2007 წლის პირველ სექტემბერს, 4 წლის ბავშვი, საკუთარ ქალიშვილთან სტუმრად წაიყვანა.

ქალაქის ერთი დასახლებიდან მეორეში მიმავალმა ხანდაზმულმა, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, მიკრო-ავტობუსში იხუმრა, რომ ბავშვს ყიდიდა.

ამის გაგონებაზე მიკროავტობუსში მყოფმა მოქალაქემ, ვინმე ბლიაძემ თავის ნაცნობ პოლიციელს დაურეკა გორის პოლიციის კრიმინალურ განყოფილებაში ბავშვის გატაცების ამბავი შეატყობინა და პოლიციელებთან ერთად ხანდაზმულის კვალს მიჰყვა.

80 წლის მამაკაცი, ბავშვთან ერთად, საკუთარი ქალიშვილის სახლიდან გამობრუნდა, ის გორის მეოთხე სკოლასთან დააკავეს.

დაკავებიდან 3 დღეში, 4 სექტემბერს ბავშვის დედამ ადგილობრივ მედიას ,,ქართლის ხმას'' განუცხადა, რომ ბავშვს ყოველთვის ანდობდა და მასთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონდა.

,,იმ დღეს გოგი პაპამ მითხრა, რომ ბავშვს სტუმრად წაიყვანდა. მე ვუთხარი, რომ დღეს ვერ გაგატან შვილს ექიმთან უნდა წავიდეთ-მეთქი. როგორც გაირკვა, ბავშვი თვითონ გაეტირა მოხუცს." - უთხრა ბავშვის დედამ გაზეთ ,,ქართლის ხმას''

გაზეთში ინფორმაციის გაშუქების შემდეგ, ბავშვის დედა პოლიციაში 10 სექტემბერს დაიბარეს, სადაც დედამ ასეთი ჩვენება დაწერა: ,,ბავშვი ისე წაიყვანა სახლიდან, რომ არაფერი ვიცოდი. რაც ჟურნალისტებს ვუთხარი, ისიც მოხუცის ახლობლების დაჟინებული თხოვნით და ზეწოლით ვთქვიო“.

შშმ პირთა დაპატიმრების ამბავი

პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხოვნით, 2007 წელს, ფსიქიურად დაავადებულ მამაკაცს 3 წელი მიუსაჯეს.

შშმ პირი ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მან თავის ბიძაშვილთან ერთად, ბილბორდებზე მიმაგრებული პლასტმასის კარკასი მოიპარა. ორივე მათგანს გორის სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერიდან ცნობა ჰქონდა აღებული.

ერთ-ერთი მათგანის ცნობაზე ეწერა, რომ "გონებრივი განვითარების ჩამორჩენილობით, მსუბუქი დებილობის დონეზე ქცევის პათოლოგიით" იყო დაავადებული, ხოლო მის ბიძაშვილს "ტვინის დაზიანებით და დისფუზიით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა ორგანული ჰალუცინოზით" აღენიშნებოდა.

თავდაპირველად, ორივე დაკავებულს გორის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სახით 6000-6000 ლარი შეუფარდა, ხოლო იმის გამო, რომ დაკავებულებმა გირაო ვერ გადაიხადეს, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ერთ-ერთი მათგანი დააპატიმრეს.

იმ დროს ბრალდებული ბიჭის ბებია ადგილობრივ მედიას უყვებოდა, რომ: "ზურიკოს ხელში პლასტმასები ეჭირა და აჩიკოს სთხოვა, გამომყევი, ჩემს ჯიხურში უნდა ჩავაყენოო. აჩიკოც გაჰყვა, ცოტა ხანში კი ისინი დაიჭირეს," - ამბობდა ბებია..

გორელმა სამართალდამცავებმა შშმ პირებმა სწორედ ჯიხურთან დააკავეს, რომელიც გორის ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან ახლოს იდგა. მერე იმ ადგილას წაიყვანეს, სადაც ბილბორდია და აქტი შეადგინეს, თითქოს დამნაშავეები დანაშაულის ჩადენის დროს დაიჭირეს. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დამტვრეული ბილბორდის ნაწილები მიწიდან აკრიფა და სახლში ისე წაიღო.

2007 წლის 8 აგვისტოს პროკურორ კახა მურადაშვილის მოთხვნით დაკავებულთაგან ერთ-ერთს სამი წელი მიუსაჯეს, ხოლო მეორეს - ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.