რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თეა ახვლედიანი დევნილ და გამყოფი ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდა
,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ" - ამ სახელწოდებით საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი
მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, შერიგებისა და სამოქალაქო
თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. სახელმწიფო
მინისტრი თეა ახვლედიანი გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებს
შეხვდა და მოწვეულ ისტორიკოს ჯაბა სამუშიასთან ერთად საბჭოთა და
მიმდინარე ოკუპაციის შესახებ დისკუსია-სემინარი გამართა.
ახალგაზრდებთან შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მამუკა
საღარეიშვილი და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მოეწყო ფოტოგამოფენაც ,,თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ". თეა ახვლედიანმა სტუდენტებთან ერთად დაათვალიერა როგორც საბჭოთა, ასევე მიმდინარე ოკუპაციის ამსახველი და ეროვნულ არქივში დაცული ფოტომასალები. ღონისძიების დასასრულს თეა ახვლედიანი უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ოკუპაციის მუზეუმს ეწვია და უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად გამოფენაზე გამოტანილი ფოტომასალები გადასცა.
"საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიებები სახელწოდებით - "თაობები ოკუპაციის წინააღმდეგ", როგორც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ, ასევე გამყოფი ხაზის რეგიონებში. ახალგაზრდებთან, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ და დევნილ სტუდენტებთან ჩვენს მიერ მოწვეული ისტორიკოსის ბატონ ჯაბა სამუშიას მონაწილეობით, ჩვენ გავიხსენეთ საქართველოს ისტორიის 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები, მოხდა მათი შეფასება და გაანალიზება გორის უნივერსიტეტში ჩატარებული სემინარის ფარგლებში. ასევე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მიმდინარე რუსული ოკუპაციის შედეგად დღესდღეობით ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტებზე.
ღონისძიების მთავარი გზავნილი იყო, რომ ოკუპაცია დროებითია, რომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და გაერთიანებული ძალებით აუცილებლად შევძლებთ დავშალოთ ხელოვნური ბარიერები და აღმართული მავთულხლართები, რომლებიც დღემდე აშორებენ ომით გაყოფილ საზოგადოებებს ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ერთიანი მიდგომით მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზაზე"- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები