ახალი ამბები
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი მანქანა შეიძინეს
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ახალი მანქანა შეიძინა. 30 აპრილამდე სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი კომპანია ,,სენ ავტოს" 49 500 ლარს გადაურიცხავს.

თეთრი ფერის ჯიპის შესყიდვის თაობაზე სასწავლო უნივერსიტეტის ადმინიტრაციამ ხელშეკრულება 2021 წლის 25 თებერვალს გააფორმა. ტენდერში 2 კომპანია მონაწილეობა. ტენდერის საწყისი ფასი 81 000 ლარი იყო.

გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, საკრებულოს წევრი ვასილი ჯაბახიძე სწავლობს. მისი თქმით, იმ დროს, როდესაც სტუდენტები გადასახადებს გაჭირვებით იხდიან და ხშირ შემთხვევაში სტატუსს უჩერებენ, ადმინისტრაცია სტუდენტების მიერ გადახდილ სწავლის საფასურს არამიზნობრივად ხარჯავენ.

ვასილისა ჯაბახიძის ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორს გიორგი სოსიაშვილს 2019-20 წლებში 66 ათასი ლარი აქვს გაცემული პრემია:

,,ამავე პერიოდში, 300-ზე მეტ სტუდენტს შეუწყდა სტატუსი. რა მორალური უფლება აქვს? რატომ დააჯილდოვა ეს ხალხი? პირადად მე, პროკურორს მივწერე წერილი, რომ მოეცა ინფორმაცია მის მიმართ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით. აგვისტოს მივწერე, მაგრამ არ გვიპასუხეს. განმეორებითაც მივწერეთ, მაგრამ არც მაშინ გვიპასუხეს პროკურატურიდან. გვრჩება ის განცდა, რომ ნამდვილად არის საქმე აღძრული რექტორის წინააღმდეგ. და ამიტომ არ გვაწვდის ინფორმაციას. ის არის ,,ქართული ოცნების" გამტარებელი რექტორი და ხოჯევანიშვილი ყოველთვის პირველი სტუმარი იყო ამ უნივერსიტეტში წინასაარჩევნო პერიოდში. გიორგი სოსიაშვილი ზუსტად ის ადამიანი, რომლის დროსაც უნივერსიტეტმა წინ ვერ წაიწია. უნივერსიტეტი ორსაფეხურიანი კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა ჰქონდეს დოქტურანტურის პროგრამაც. ეს არის უნივერსიტეტი, სადაც ბავშვები არიან მეორე მხარეს, რომლებიც განსხვავებული აზრის შემთხვევაში, დაიჩაგრებიან და ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც გაცვლით პროგრამებში. ამ სარგებელს მხოლოდ ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი სტუდენტები მიიღებენ.'' - აცხადებს ვასილისა ჯაბახიძე.



გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 2019 წელს უნივერსიტეტში გაცემული პრემიის რაოდენობა შეადგენს - 31 687 (ოცდათერთმეტიათას ექვსას ოთხმოცდაშვიდი) ლარს, აქედან რექტორმა მიიღო, 0 ლარი და 0 თეთრი. 2020 წელს გაცემული პრემიის რაოდენობა უნივერსიტეტში შეადგენს 48 439 (ორმოცდარვაათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარს, აქედან კონკრეტულად რექტორმა მიიღო 0 ლარი და 0 თეთრი. თუმცა განცხადებაში საუბარი არაა დანამატებზე.

,,ჩვენი თანამშრომლების დასაიმედებლად დავძენთ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებს მსგავსი პროვოკაციები და როცა კი გვექნება ფინანსური რესურსი, აუცილებლად გავაგრძელებთ საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვას, მათ შორის წახალისების გზით, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა კვალიფიციური კადრის მდგრადობისთვის, იმ ფონზე, რომ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა სახელფასო ანაზღაურების ზრდა უნივერსიტეტში. უფრო მეტიც, ჩვენ, წელს უკვე შევიმუშავეთ წახალისების ახალი, განვითარებაზე და სამართლიანობის პრინციპზე ორიენტირებული სქემა ჩვენი პროფესორებისთვის, რაც, ასევე არის მდგრადი განვითარების კიდევ ერთი საშუალება და უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისთვის თანამედროვე და უმაღლესი ხარისხის საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებას'' - აღნიშნავენ უნივერსიტეტში.

რაც შეეხება მივლინებებს - ქვეყნის გარეთ მივლინების ხარჯმა 2019-2020 წლის ჯამში შეადგინა 10 662 (ათიათას ექვსას სამოცდაორი) ლარი.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, თითოეული მივლინება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესების გაღრმავებას და ასევე მიმართული იყო უნივერსიტეტის განვითარებაზე. გაწეული ხარჯის დაახლოებით 60 პროცენტის შემთხვევაში, უშუალოდ რექტორი არ ყოფილა მივლინების მონაწილე.

საწვავის ლიმიტი 2019 წელს და 2020 წელს უნივერსიტეტში არ აღემატება მაგალითად 2011 და 2012 წლების მონაცემებს.

რაც შეეხება სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობას, ამ ბრალდების შესახებ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გაბარაევი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზას მცირე ზომის
ქვებისგან ასუფთავებდნენ,
გაბარაევი ყვება, რომ როდესაც ერთ-ერთ მონაკვეთზე, გზას მცირე ზომის ქვებისგან ასუფთავებდნენ,
18:40 / 13.04.2021
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.
ვიზიტის ფარგლებში იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზიც მოინახულა.
17:16 / 13.04.2021
სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ
მრევლის
სკვერის ცენტრში დაიდგმება ყუთი და შემოსული თანხით სააღდგომოდ მრევლის
16:54 / 13.04.2021
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს,
მომხმარებელს გვერდით დაუდგეს და
ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობს, მომხმარებელს გვერდით დაუდგეს და
13:55 / 13.04.2021
სეტყვა მოვიდა გუდალეთის მხარეს, ასევე, დაისეტყვა კავთისხევიც.
სეტყვა მოვიდა გუდალეთის მხარეს, ასევე, დაისეტყვა კავთისხევიც.
12:02 / 13.04.2021
ვიდეორეპორტაჟი
მტკვრის ხიდიდან უფლისციხის მუზეუმამდე, თითქმის ნახევარ კილომეტრზე, დახლებია ჩამწკრივებული. რამდენიმე რესტორანიც დგას.

მსგავსი სახის პროექტები ქვეყანაში მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევათა რიცხვს შეამცირებს.

,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.