რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
უფლისციხის სიჩუმე


მტკვრის ხიდიდან უფლისციხის მუზეუმამდე, თითქმის ნახევარ კილომეტრზე, დახლებია ჩამწკრივებული. რამდენიმე რესტორანიც დგას. ეს ტურისტული ობიექტები ციხე-ქალაქის გარშემო სულ რაღაც 4-5 წელიწადში გაჩნდა.

დღეს აქ ფეხით თუ გადაწყვეტთ გავლას, მხოლოდ ბუნების საოცარ ხმებს გაიგებთ. გზიდან დაცარიელებულ კვების ობიქტებსაც დაინახავთ. თითო-ოროლა ადამიანი თუ შეგხვდებათ, მუზეუმის თანამშრომლები, საყარაულოდ რომ მორიგეობით გამოდიან.

,,გათენებიდანვე რომ დაიწყებოდა ხმაური, მანქანების მოძრაობა, ხალხს ვერ ავუდიოდით"- ამბობს გიგუცა თათრიშვილი, ერთ-ერთი რესტორნის მფლობელი, რომელმაც საოჯახო ბიზნესი სწორედ ამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მისი რესტორანი ,,სალიზვარის" სახელს ატარებს, რადგან სწორედ სალიზვარის ხევის წინ ააშენა.


,,დარბაზში 40-კაციან სუფრას ვშლიდით დღეში. დანარჩენს კი ფაცხებში ვმასპინძლობდით. ხომ გეუბნები, ხალხი იმდენი იყო, ადგილი აღარ გვქონდა და უარით ვისტუმრებდით ხოლმე." - ამბობს ჩვენი მასპინძელი და ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე წუხს, ვინც მის რესტორანში მუშაობდა და სეზონური შემოსავალი ჰქონდა.


გიგუცა თათრიშვილი ქვახვრელში ცხოვრობს, თუმცა სოფელ უფლისციხეში დაიბადა და გაიზარდა. დღეს ეს ძველი სოფელი აღარ არსებობს, აქაურები ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ქვახვრელში გადაასახლეს. გიგუცა თათრიშვილი, რომელიც ამავე დროს ციხე-ქალაქის გიდიცაა, ყოველ დღეს უფლისციხეში ატარებს, თან ახლოსაა თავის მშობლიურ სოფელთან, თან კი იმ ძეგლს ემსახურება, რომელსაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები უკავშირდება.


,,ეს ადგილები, სადაც რესტორნები და დახლები გაკეთდა, სულ ვენახებს ეკავა. ამ ბაღებში ძველი უფლისციხელები მუშაობდნენ და მოსავალი მოჰყავდათ. სხვაგან ვენახები უფლისციხელებს არ ჰქონდათ. ქვახვრელში რომ გადაგვასახლეს, ეს ნაკვეთები მაინც შეინარჩუნეს. ყოველწლიურად, წყალდიდობა გვაზარალებდა ხოლმე. ახლა მთელი სანაპირო გაამაგრეს და ნაკვეთებში წყალი აღარც ამოდის. ამჟამად, ძალიან დიდი ფასი აქვს ამ მიწებს. ბევრმა გაყიდა, ბევრმა კი, ჩემსავით საკუთარ ნაკვეთში დახლები მოაწყო და გაქირავება დაიწყო, ამით შემოსავალი გაიჩინა,"" - ამბობს გიგუცა თათრიშვილი.

ამ ნაკვეთებში საკუთარი სახლი აქვს აშენებული პეპო სირანაშვილს. ის ჯერჯერობით, უფლისციხელების ძველ წეს-ჩვეულებას მისდევს და ნაკვეთებს მხოლოდ მოსავლისთვისთვის ამუშავებს. მისი ნაკვეთის გარშემო რესტორნები მრავლდება. პეპო სირანაშვილისთვის დღეს ისაა საზრუნავი, რომ სასმელი წყლის მილების გაყვანის დროს, გზა გადათხრილი დაუტოვეს.



,,ძალიან გაუვალი გახდა ჩემს ნაკვეთთან გზა. კი, კარგია, რომ წყალი გამოიყვანეს, მაგრამ მე რატომ უნდა დავზარალდე. ვერც მანქანას და ვერც ტრაქტორს ამ გზაზე ვერ გაატარებ, იმხელა ორმოებია ჩემს ნაკვეთთან. იქნებ როგორმე მიაწვდინოთ ხმა, რომ ეს ორომოები ამოავსონ და მოხრეშონ,"" - შემოგვჩივლა პეპო სირანაშვილმა.


მტკვრის ხიდიდან უფლისციხის მუზეუმამდე ორი გზა მიდის, ერთი მოასფალტებული, მეორე კი, - გრუნტის. სწორედ, გრუნტიანი გზის გასწვრივ მდებარეობს ნაკვეთები. თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებამ გრუნტიანი გზა დააზიანა. ამით ის ოჯახები დაზარალდნენ, ვინც ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობას მისდევს.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, უფლისციხის ჭალის ნაკვეთების უმრავლესობა დარეგისტირებულია. რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ნაკვეთების დაკანონებას არც ჩქარობდა. მას შემდეგ კი, რაც ამ ტერიტორიაზე ტურისტული ობიექტების აშენების შესაძლებლობა გაჩნდა, ნაკვეთის დარეგისტრირება თითქმის ყველა ოჯახმა მოინდომა. ზოგმა მოახერხა კიდეც, ზოგის საქმე კი დღეს სასამართლოშია.

მიწის დაკანონება ვერ მოასწრო უფლისციხელმა ბონდო წიწიკაშვილმა, რომლის ნაკვეთიც 2016 წელს მუზეუმის ავტოსადგომის მშენებლობას შეეწირა.

,,ეს ნაკვეთი არ გვქონდა დარეგისტრირებული, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ მათი იყო, დაირეგისტრირა ძეგლთა დაცვის სააგენტომ და ზედ ავტოპარკინგი მოაწყო. წლებია უკვე ვდავობთ ამ მიწის ნაკვეთზე. მთელი სოფელი მოვიყვანეთ მოწმედ, რომ ნაკვეთი ჩვენ გვეკუთვნოდა. სხვათაშორის, რაღაც ნაწილი სახელმწიფომ აუქციონზე გაყიდა და კერძო მეპატრონემ იქ დახლები დადგა. ასე, წაგვართვეს მამა-პაპური ნაკვეთი,"" - ამბობს ბონდო.


უფლისციხეში ტურისტების რაოდენობამ 2014-2015 წლებიდან იმატა. უფლისციხის მუზეუმის დირექტორის მოადგილე, დინა ნასყიდაშვილი ამბობს, რომ პანდემიამდე, ყოველწლიურად მუზეუმის ვიზიტორების რაოდენობა თითქმის 100 000-ით იზრდებოდა.


,,დღეს კი ისეთი საოცარი სიჩუმეა უფლისციხეში, სევდის მომგვრელიც კია. თითქმის 10 წელია აქ ვმუშაობ და ასეთი სიცარიელე, მხოლოდ, ღამის საათებში შეგეძლოთ დაგეფიქსირებინათ. იმედი გვაქვს, წელს თუ არა, მომავალ წელს აუცილებლად დაუბრუნდება ცხოვრება თავის წესს და აქ ჟრიამული იქნება,"" - ამბობს დინა ნასყიდაშვილი.

2020 წლის განმავლობაში უფლისციხეს 20 692 ვიზიტორი ესტუმრა, 2019 წელს - 312 131. მათი უმრავლესობა უცხოეთიდან იყო.

2021 წელს ტურისტული სეზონი უფლისციხეში მარტიდან გაიხსნა. მხოლოდ ერთ თვეში ძეგლი 840-მა ადამიანმა დაათვალიერა, აპრილის პირველ ათ დღეში კი - 910-მა.

მიუხედავად იმისა, რომ უფლისციხის მუზეუმში, წელს, ტურისტული სეზონის ძველებურად განახლების იმედი არ აქვთ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე ოპტიმისტურადაა განწყობილი.

,,რეგიონში ვხსნით სამ ახალ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს - ერთი გახლავთ ხაშურის შესასვლელში, მეორე ქარელის ცენტრში, რომელიც ძამას ხეობის მიმართულებას სრულად მოიცავს და მესამე ცენტრი კი, ევროკავშირის გრანტის დახმარებით აშენდა და კეთილმოეწყო გორში, გორის ციხის სიახლოვეს - ლომჭაბუკის მონუმენტის სკვერში. უფლისციხის მიმართულებითაც გვაქვს გარკვეული გეგმები, რომ ძეგლ-ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ინტენსიური გახდეს ბაზრობების ფუნქციონირება, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება არა ისეთი ფრაგმენტული აქტივობა, როგორც აქამდე, არამედ, ექნება სისტემური სახე"", - აღნიშნავს ნუგზარ სამხარაძე.

გუბერნატორის მოადგილის ინფორმაციით, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ოფიციალურად მაისიდან გაიხსნება.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.